ტრენინგი- "პროექტებით სწავლება და ისტ-ის ინტეგრირება" დავიწყეთ 29 ივნისს. პირველ დღეს გავეცანით ტრენინგის გეგმას. ჩატარდა საინტერესო აქტივობა ერთმანეთის გაცნობის მიზნით. გავეცანით პროგრამა ვიუვერში მუშაობას. ვისწავლეთ მასში რესურსების მოძიება. მოვიძიეთ მასში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, მოვნიოშნეთ მასში 5 საუკეთესო უნარი და მოვახდინეთ მისი განხილვა. გავეცანით პროექტის საქაღალდეების სტრუქტურას. მოგვეცა დავალება, მოგვეფიქრებინა ჩვენი პროექტის სახელწოდება.
ტრენინგის მეორე დღეს ელ. ფოსტიდან ჩამოვტვირთეთ ტრენერის მიერ გადმოგზავნილი მასალა. ვისწავლეთ პუბლიკაციის შექმნა. მოვიძიეთ ინტერნეტში ჩვენთვის სასურველი ფოტოები. პუბლიკაცია გადავითანეთ ელექტრონულ ფორმატში. დავრეგისტრირდით ბლოგზე და დავწერეთ რეფლექსია.ტრენინგი იყო საინტერესო და ატივობებით დატვირთული. ჩემთვის ბევრი სიახლის მომტანი.
ტრენერი__ თეიმურაზ სახელაშვილი არის ძალიან აქტიური, ამომწურავად პასუხობს დასმულ შეკითხვებს. გაუმჯობესებას საჭიროებს გარემო პირობები, რომელშიც გვიწევს მუშაობა.
No comments:
Post a Comment