გაკვეთილის
გეგმა
მასწავლებლის სახელი,გვარი,პირადი ნომერი: მიქაძე თინათინი. პ|ნ 60001032404
საგანი: ქართული ენა, ბუნებისმეტყველება, მათემატია.
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი. II კლასი.
მოსწავლეთა რაოდენობა: 26 მოსწავლე
გაკვეთილის თემა: აკაკი გელოვანის „ ციყვის სტუმრები“.
გაკვეთილის მიზანი: ქართული
ენა:
მოსწავლეები:
·
წაიკითხავენ,
გაიაზრებენ და იმსჯელებენ ტექსტზე.
·
გაიმდიდრებენ
ლექსიკურ მარაგს ახალი სიტყვებით.
·
შეძლებენ
პერსონაჟების საქციელის შეფასებას.
ბუნებისმეტყველება:
მოსწავლეები:
·
გაიხსენებენ
და აღწერენ ტექსტში ნახსენებ გარეულ ცხოველებს და ფრინველებს, შეიტყობენ მეტ ინფორმაციას
მათზე.
მათემატიკა:
მოსწავლეები:
·
შეასრულებენ
რაოდენობის გაორმაგება| განახევრების მოქმედებებს
და დააკავშირებენ შეკრება- გამოკლებასთან.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი.
ქართ. II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და
გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე
ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ილუსტრაციების მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო
შინაარსის შესახებ;
·
ტექსტზე დაყრდნობით ახასიათებს
პერსონაჟებს (მათს გარეგნობას, თვისებებს);
·
გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას
პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ (მომწონს / არ მომწონს, კარგად მოიქცა / ცუდად
მოიქცა; კეთილია, გონიერია და ა.შ.);
·
გამოხატავს კონკრეტული პერსონაჟის
ქმედებით აღძრულ ემოციებს (მაგ., გამაკვირვა, შემეცოდა და ა. შ.);
·
მონაწილეობს პერსონაჟის, ობიექტის
ან მოვლენის ჯგუფურ დახასიათებაში;
ქართ. II. 4. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
თავისუფლად ამოიცნობს ნაცნობ
სიტყვებს;
·
დამარცვლით კითხულობს უცნობ
სიტყვებს;
·
აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ
კითხვას;
ბუნ.II.1.მოსწავლეს
შეუძლია მცენარის და ცხოველის სხეულის ძირითადი ნაწილების აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
თვალსაჩინოებაზე
ამოიცნობს და ასახელებს ორგანიზმის ძირითად ნაწილებს,
გამოთქვამს აზრს მათი ფუნქციის შესახებ;
მათ. II.3. მოსწავლეს შეუძლია განახევრება-გაორმაგების მოქმედებების
შესრულება და მათი დაკავშირება შეკრება-გამოკლებასთან და ერთმანეთთან.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ახდენს გაორმაგების
მოქმედების დემონსტრირებას საგანთა მოცემული რაოდენობის ჯგუფისთვის იგივე რაოდენობის
ჯგუფის დამატებით;
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო/წუთი
|
|||
1.
|
გაკვეთილის მიზნის გაცნობის შემდეგ, ბავშვებმა უნდა
გამოიცნონ, თუ რომელი ცხოველის შესახებ იქნება ახალი ტექსტი. ამისათვის მასწავლებელი
მინიშნებებით დაეხმარება.
მინიშნებები სიტყვის ბარათებზე.
მასწავლებელს წინასწარ მომზადებულ ორ ყუთში ჩაყრილი
აქვს 5-5 ბარათი. ყუთებზე არის წარწერები: „ როგორია“ და „როგორი არ არის“.
„როგორია“ ყუთის ბარათებზე წერია: ცხოვრობს
ტყეში; უყვარს თხილი; ადვილად ძვრება ხეზე; ცხოვრობს ხის ფუღუროში; აქვს გრძელი,
ფუმფულა კუდი.
„როგორი
არ არის“ ყუთის ბარათებზე წერია:
შინაური; მტაცებელი; ბაჯბაჯა; ხორცისმჭამელი; სლიპინა.
ფლიპჩატზე დახაზულია T სქემა.
მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს თამაშის პრინციპს.
მათ უნდა გამოიცნონ ჩაფიქრებული ცხოველი ბარათების დახმარებით. შემდეგ სთხოვს მოსწავლეთა
წყვილებს, რიგრიგობით გამოვიდნენ, ამოიღონ თითო ბარათი ყუთიდან, ხმამაღლა წაიკითხონ
და მიაკრან შესაბამის სვეტში. მოსწავლეებმა უნდა გამოიცნონ, რომელ ცხოველზეა საუბარი.
აქტივობის
დასრულების შემდეგ მასწავლებელი ეუბნება მოსწავლეებს, რომ წასაკითხი ტექსტის მთავარი
პერსონაჟი სწორედ ციყვია და სთხოვს მათ, ბუნებაში ნასწავლი მასალიდან გაიხსენონ,
კიდევ რა იციან ციყვის შესახებ.
|
მინიშნებები სიტყვის ბარათებზე.
T
სქემის შევსება.
|
წყვილები;
მთელი კლასი.
|
ყუთები; ბარათები;
ციყვის ილუსტრაცია; ფლიპჩატი.
|
5 წთ.
|
|||
2.
|
მასწავლებელი მოსწავლეებს ეუბნება, რომ ციყვის გარდა
მოთხრობაში კიდევ შეგვხვდება გარეული ფრინველები, რომლებიც ჩვენთვის ცნობილია ბუნებიდან.
მოდით გავიხსენოთ, რომელი გარეული ფრინველები ვიცით. ყურადღება მახვილდება სამ ფრინველზე:__
ბუ, ყვავი და ბეღურა. რა იცით ამ ფრინველების
შესახებ? რა ჰქვია მათ ნაშიერებს?....
|
კითხვა-პასუხი.
|
მთელი კლასი.
|
თვალსაჩინოებები (ბუ, ყვავი და ბეღურა.)
|
4 წთ.
|
|||
3.
|
მასწავლებელი მოსწავლეებს დააკვირვებს ილუსტრაციაზე
( იხ. დან. №1) და დაუსვამს კითხვებს.
( რას ხედავთ სურათზე? რას აკეთებენ ციყვები? რაზე შეიძლება იყოს ეს მოთხრობა? რა
შეიძლება მოხდეს ტექსტში?)
|
ვარაუდები ილუსტრაციის მიხედვით.
|
მთელი კლასი.
|
ილუსტრაცია. (დან.№1) პროექტორი.
|
3 წთ.
|
|||
4.
|
მასწავლებელს წინასწარ ფლიპჩატზე დაწერილი აქვს ახალი სიტყვები ტექსტიდან თავიანთი განმარტებებით.
მოსწავლეებს გააცნობს ხალ ლექსიკურ ერთეულებს და სთხოვს შეაგდინონ წინადადებები ზეპირად
ამ სიტყვების გამოყენებით.
|
ლექსიკური ერთეულების წინასწარ გაცნობა.
|
მთელი კლასი.
|
ფლიპჩატი.
|
2 წთ.
|
|||
5.
|
მასწავლებელი ტექსტს კითხულობს პაუზებით.(იხ. დან.
№2). ყოველი პაუზის შემდეგ
მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდს, თუ რა შეიძლება მოხდეს შემდეგ.
I
პაუზა__ „ გამიღე, თორემ ამ ყინვაში ფეხს მოვიტეხ“.
II
პაუზა___ „ ბეღურა ვარ, ვიყინები, კარი გამიღე“!
III
პაუზა___ „კარი გამიღე, თორემ ამ სიბნელეში ვერაფერს ვხედავ“.
მოსწავლეები
ტექსტს კითხულობენ გუნდურად, წყვილებში, ინდივიდუალურად.
|
მასწავლებლის მიერ ხმამაღლა კითხვა.
კითხვის სხვადასხვა სახე.( ინდივიდუალური, გუნდური,
წყვილებში, სხვისი წაკითხულის გაგრძელება)
|
ინდივიდუალური, წყვილები, მთელი კლასი.
|
სახელმძღვანელო (ნ. მაღლაკელიძე; ც. ყურაშვილი__ „ქართული
ენა“)
|
10 წთ.
|
|||
6.
7.
|
ტექსტის წაკითხვის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს
აჩვენებს „შეკითხვების ყუთს“, რომელშიც ყრია სხვადასხვა დონის შეკითხვები ტექსტიდან.
ერთ-ერთი მოსწავლე ეხმარება მასწავლებელს, ამოიღებს შეკითხვების ფურცელს და კითხულობს ხმამაღლა მთელი კლასისათვის. „სახელობითი ჩხირების“
გამოყენებით პასუხობენ მოსწავლეები.
შეკითხვები:
·
რომელი ფრინველები
ესტუმრნენ ციყვს?
·
რომელი სტუმარი შეუშვა
ციყვმა სახლში და რომელი არა?
·
თქვენი აზრით, რატომ
არ შეუშვა ყვავი და ბუ?
·
ეთანხმებით დედა ციყვის
დარიგება?
·
თქვენ როგორ მოიქცევით,
არასასურველი ან უცხო სტუმარი თუ გესტუმრათ?
·
გაიხსენეთ ზღაპარი
„ციყვი და კოდალა“, როგორ მიმართა ციყვმა კოდალას?
ამ ნაწარმოებში როგორ
მიმართავს ციყვი ყვავსა და ბუს? შეადარეთ ერთმანეთს ციყვის მიმართვის ფორმები.
|
დისკუსია (სხვადასხვა დონის შეკითხვების დასმით).
|
მთელი კლასი.
|
ბარათები.
|
6 წთ.
|
|||
მასწავლებელი კლასს აკვირვებს „ფრინველთა ენაზე“.
ზღაპრის მიხედვით ყვავი გამოსცემს ბგერებს: „ყვა, ყვა“; ბეღურა „ჟღურტ, ჟღურტ“; ბუ „უ-ჰუ, უ-ჰუ“. მასწავლებელი ხმოვანი წიგნის საშუალებით ასმენინებს
მოსწავლეებს ცხოველების ხმებს და სთხოვს გამოიცნონ, თუ რომელი ცხოველია.
მასწავლებელი პროექტორის საშუალებით აჩვენებს მოსწავლეებს,
რა ბგერებს გამოსცემენ სხვა ფრინველები.
|
კითხვა-პასუხი.
|
მთელი კლასი.
|
ხმოვანი წიგნი.
პროექტორი.
https://www.youtube.com/watch?v=FdqUVM9pTek
|
3 წთ.
|
||||
8.
|
მასწავლებელი ატარებს ჯგუფურ მუშაობას. ჯგუფებს ურიგდებათ
ბარათები.
I ჯგუფი.
დააკვირდით თოკებზე სოკოების რაოდენობას, დაითვალეთ,
ჯერ გააორმაგეთ, შემდეგ გაანახევრეთ. ( იხ. დან.№3)
II ჯგუფი.
ისრით დააკავშირეთ ფრინველები მათ ნაშიერებთან. (იხ.
დან.№ 4)
III ჯგუფი.
შეავსეთ სქემა „პერსონაჟის რუკა“. ( იხ. დან.№5)
IV ჯგუფი.
შეავსეთ სქემა „ მოვლენების ჯაჭვი“. (იხ. დან. №6)
|
მოსწავლეთა მუშაობაზე დაკვირვება.
|
ჯგუფური.
|
ილუსტრაცია. თაბახის ფურცლები.
|
9 წთ.
|
|||
9
|
მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს და ეკითხება მოსწავლეებს:
რა გავაკეთეთ დღევანდელ გაკვეთილზე? რომელი აქტივობა მოგეწონათ ყველაზე მეტად? რა გაგიჭირდათ? რამ დაგაინტერესათ?
|
კითხვა -პსუხი
|
მთელი კლასი.
|
2 წთ.
|
||||
10
|
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს საშინაო დავალებას. ( ციყვის სტუმრები__კითხვით.
დასაწერი: თქვენი სიტყვებით გააგრძელეთ მოთხრობა
).
|
მასწავლებლის კომენტარი.
|
მთელი კლასი.
|
სახელმძღვანელო,რვეული.
|
1 წთ.
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
გაკვეთილის ბოლოს
მოსწავლეები:
·
გავარჯიშდებიან
თხრობითი ტექსტის გაწაფულად წაკითხვაში.
·
განივითარებენ
წაკითხული ტექსტის მიხედვით გამართულ დისკუსიაში მონაწილეობის უნარ-ჩვევებს.
·
დაეუფლებიან
ახალ ლექსიკურ ერთეულებს.
·
ქრონოლოგიური
თანმიმდევრობით დაალაგებენ ტექსტში აღწერილ მნიშვნელოვან მოვლენებს.
·
განივითარებენ
ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევებს.
შეფასება:
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შედგენილი შეფასების
რუბრიკით.
შეფასების რუბრიკა
ჩართულობა
კრიტერიუმები
|
დიახ
|
არა
|
ნაწილობრივ
|
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის ხარისხი მაღალია.ყოველთვის უსმენს და
თვალყურს ადევნებს მასწავლებელს.
|
|||
იჩენს
ინტერესს თემისადმი. ადეკვატურად პასუხობს დასმულ შეკითხვებს.
|
|||
მკაფიოდ
და გასაგებად აყალიბებს აზრს.
|
ჯგუფური მუშაობა
კრიტერიუმები
|
დიახ
|
არა
|
ნაწილობრივ
|
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია.
|
|||
ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს.
|
|||
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ (აზრის გამოხატვის
თანაბარი პირობები).
|
|||
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს.
|
ხელმოწერა:
თარიღი
დანართი №1.
დანართი №2.
დანართი №3.
I ჯგუფი
დააკვირდით თოკზე სოკოების რაოდენობას, დაითვალეთ,ჯერ
გააორმაგეთ, შემდეგ გაანახევრეთ.
დანართი №4. II ჯგუფი
ისრით დააკავშირეთ ფრინველები მათ ნაშიერებთან.
ბუ ბარტყი
ბეღურა ბახალა
არწივი
მართვე
დანართი №5. III ჯგუფი
შეავსეთ სქემა „პერსონაჟის რუკა“.
დანართი №6. IV ჯგუფი
შეავსეთ სქემა
„ მოვლენების ჯაჭვი“.
კითხვის გაკვეთილის/აქტივობის დაგეგმვის სქემა
გაკვეთილის თემა:
|
კ.გოგიაშვილის
„დათუნა და ბაჭია“.
|
სწავლების საფეხური
| საგანი:
|
დაწყებითი, I კლასი, ქართული ენა.
|
მასწავლებლის
სახლი და გვარი:
|
თინათინ მიქაძე.
|
მოსწავლეთა
რაოდენობა:
|
26 მოსწავლე.
|
დრო:
|
45 წუთი.
|
გაკვეთილის
მიზანი:
მოსწავლეები :
·
• წაიკითხავენ და გაიაზრებენ ტექსტს.
·
გაიმდიდრებენ
ლექსიკურ მარაგს ახალი სიტყვებით;
·
შეძლებენ პერსონაჟის თვისების გამოკვეთას, იმსჯელებსნ
დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ.
|
|
დამოკიდებულება
|
|
ცოდნა:
გაეცნობიან მხატვრულ ტექსტს:
გაიაზრებენ რა
მოსდევს სიზარმაცეს.
განიმტკიცებენ ცოდნას მხატვრული ტექსტის სტრუქტურული
და ენობრივი მახასიათებლების შესახებ.
|
უნარები:
შეძლებენ მოცემული ტექსტის ძირითადი იდეის გაგება-გააზრებას;
დაეუფლებიან გამართული|
გაწაფული კითხვის უნარ-ჩვევებს;
აითვისებენ ახალი
სიტყვების მნიშვნელობაზე მუშაობის სტრატეგიას.
განუვითარდებათ
ყურადღებისა და პასუხისმგებლობის უნარი.
|
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
ქართ. I. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და
ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია; შეუძლია სწორად რეაგირება ნაცნობ სამეტყველო
სიტუაციებში.
·
ასრულებსმასწავლებლისმარტივზეპირინსტრუქციებს;
·
უცნობისიტყვებისმნიშვნელობისდასაზუსტებლადსვამსშეკითხვებს.
ქართ.
I. 4. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის
ტექსტებიდაგამოხატოსთავისიდამოკიდებულება.
·
სვამს/პასუხობს შეკითხვებსvმოსმენილvტექსტთანvდაკავშირებით;
·
ილუსტრაციებს
უკავშირებს მოსმენილ ტექსტს და განალაგებს მათ მოქმედებათა თანამიმდევრობისმიხედვით;
·
აფასებს მოსმენილს(მომეწონა/არმომეწონა);
·
აფასებს პერსონაჟს
და მის საქციელს (კეთილია / ბოროტია; კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა და ა.შ.);
ქართ.
I. 5. მოსწავლესგამომუშავებულიაქვსფონოლოგიური უნარ-ჩვევები.
·
სიტყვას ყოფს მარცვლებად,მარცვლებს აერთიანებს სიტყვებად;
·
ამოიცნობს და ტაშის დაკვრით ითვლის სიტყვაში მარცვალთა რაოდენობას.ქართ.
I.6.მოსწავლესშეუძლიაანბანურიპრინციპისგაგებადაგამოყენება.
·
თავისუფლად
ცნობს ხშირად გამოყენებული სიტყვის ორთოგრაფიულ ხატს1;
·
ადარებს სხვადასხვა სიტყვის ორთოგრაფიულ ხატებს,პოულობს
საერთო მარცვლებს,ასოებს;
·
ნაცნობ სიტყვებში ცნობს და წარმოთქვამს ასოებს;
|
წინარე ცოდნის
შეფასება.
·
შეუძლიათ ვარაუდების გამოთქმა, როგორც სათაურის, ასევე
ტექსტის პაუზებით კითხვისას.
·
შეუძლიათ ტექსტის მთავარი სათქმელის გაგება-გააზრება.
·
შეუძლიათ პერსონაჟის ხასიათის ამოცნობა, დადებითი
და უარყოფითი გმირების დახასიათება.
·
შეუძლიათ საკუთარი მოსაზრების დასაბუთება, მაგალითების მოხმობა.
|
||
გაკვეთილის გეგმა
|
||
გამოყენებული მეთოდები და აქტივობები.
·
წასაკითხი ტექსტის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება.
·
წინარე ცოდნის გააქტიურება.
·
ახალ ლექსიკურ ერთეულზე დაყრდნობით მარტივი წინადადებების
შედგენა.
·
აუდიო ჩანაწერით ტექსტის მოსმენა პაუზებით.
·
წყვილში მუშაობა.
·
ჯგუფური მუშაობა.
·
დისკუსია.
·
პერსონაჟის დახასიათება „პერსონაჟის რუკით“.
·
საშინაო დავალების მიცემა.
·
გაკვეთილის შეჯამება.
|
||
წაკითხვამდე
· მასწავლებელი მოსწვლეებს გააცნობს გაკვეთილის მიზნებს.
·
მასწავლებელს ტომარაში მოთავსებული აქვს სათამაშო
ბაჭია და დათუნა.მოსწავლეებს სთხოვს ამოიცნონ, რა არის ტომარაში.(ხელის ჩაყოფით,
მინიშნებებით, გამოცანით...)
·
სთხოვს გაიხსენონ რა იციან ამ ცხოველების შესახებ.
·
მასწავლებელი მოსწავლეებს დააკვირვებს ილუსტრაციაზე
და დაუსვამს კითხვებს: ( რას ხედავთ სურათზე?
რას აკეთებენ დათვები? კურდღლები? ბაჭია? ბელი? რაზე შეიძლება იყოს ეს მოთხრობა?
რა შეიძლება იყოს სათაური? რა შეიძლება მოხდეს ტექსტში?)
·
მასწავლებელი მოსწავლეებს მიუთითებს სიტყვის კედელზე
და ეუბნება, რომ იქ არის ახალი სიტყვები ტექსტიდან.(აგება, გულმოდგინედ, დრო იხელთა,
სკა) სიტყვები ბარათებზეა დაწერილი და მოთავსებულია კედელზე მიკრულ წითელ კონვერტში.მოსწავლეთა
ჯგუფს ურიგდებათ თითო კონვერტი, რომელშიც დევს ბარათები ყველა შესასწავლი სიტყვის
განმარტებით. მასწავლებელი ამოიღებს ერთ ბარათს წითელი კონვერტიდან და ხმამღლა, გარკვევით
კითხულობს მასზე დაწერილ ახალ სიტყვას.მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდს ამ სიტყვის
შესაძლო მნიშვნელობის შესახებ და ეძებენ შესაბამის განმარტებას კონვერტიდან ამოღებულ
ბარათებს შორის.
ახალი სიტყვების
გამოყენებით შეავსებენ სიტყვის პირამიდას.
·
მასწავლებელი აუდიო ჩანაწერით ასმენინებს და აყურებინებს
ანიმაციას პაუზებით, მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს, თუ რა შეიძლება მოხდეს შემდეგ.
|
წაკითხვის
დროს
·
მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს გუნდურად, წყვილებში,
ინდივიდუალურად.
|
წაკითხვის შემდეგ
·
ტექსტის წაკითხვის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს
აჩვენებს „შეკითხვების ყუთს“,რომელშიც ყრია სხვადასხვა დონის შეკითხვები ტექსტიდან,
ერთ-ერთი მოსწავლე ეხმარება მასწავლებელს, ამოიღებს შეკითხვის ფურცელს და კითხულობს
ხმამაღლა მთელი კლასისათვის. „სახელოითი ჩხირების“ გამოყენებით პასუხობენ მოსწავლეები,
მსჯელობენ ტექსტზე.
·
მასწავლებელი ატაარებს ჯგუფურ მუშაობას.
I
–II ჯგუფი__
ილუსტრაციების აწყობა.
III-IV __ჯგუფი დაჭრილი წინადადებებით ტექსტის აწყობა.
ჯგუფები აკეთებენ
პრეზენტაციას.
·
მოსწავლეები ავსებენ პერსონაჟის რუკას.
·
საშინაო დავალება.
·
შეჯამება.
|
შეფასება
|
განმავითარებელი
კომენტარი.
|
საგანმანათლებლო
რესურსები:
|
დაფა, ცარცი,
სახელმძღვანელო, წებო,თაბახის ფურცლები,
სამუშაო ბარათები, პროექტორი.
|
.
No comments:
Post a Comment