სსიპ ქ. ქუთაისის №15 საჯარო სკოლის, დაწყებითი
კლასების მასწავლებლის, თინათინ მიქაძის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე-
„როგორ განვავითაროთ
გააზრებული კითხვის უნარ-ჩვევები დაწყებითი კლასების მოსწავლეებში“.
სარჩევი
შესავალი................................................................................................................................. 4
თავი I.
საკვლევი საკითხის მიმოხილვა......................................................................................... 4
1.1
პრობლემის აქტუალობა................................................................................................. 4
1.2
პრობლემის გამომწვევი მიზეზები და ანალიზი....................................................... 6
1.3
კვლევის მიზანი............................................................................................................... 7
1.4
კვლევის ამოცანა.............................................................................................................. 7
თავი II
ლიტერატურის
მიმოხილვა................................................................................................. 7
თავი III
კვლევის
მთავარი კითხვა და ქვეკითხვები.................................................................... 19
თავი IV
მეთოდოლოგია…………………………………………………………………………… 20
4.1 კვლევის სამიზნე ჯგუფი…………………………………………………………...... 20
4.2
დროის დიაგრამა……………………………………………………………………… 21
4.3
კვლევის მეთოდის შერჩევა………………………………………………………….. 22
თავი V
კვლევის შედეგები............................................................................................................... 23
5.1 მონაცემთა ანალიზი...................................................................................................... 23
5.2
რაოდენობრივი კვლევის შედეგები........................................................................... 24
5.3
მიგნებები........................................................................................................................ 31
თავი VI
ინტერვენციების აღწერა და ანალიზი..............................................................................
31
6.1 ინტერვენციები...............................................................................................................
31
6.2 განხორციელებული ცვლილებები.............................................................................
33
6.3
ინტერვენციების შედეგების განხილვა......................................................................
35
თავი VII
რეკომენდაციები.................................................................................................................. 36
დასკვნა..................................................................................................................................
37
რეფლექსია............................................................................................................................ 38
გამოყენებული ლიტერატურა........................................................................................... 39
დანართები............................................................................................................................ 40
შესავალი
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სსიპ ქალაქ ქუთაისის #15 საჯარო სკოლის,
დაწყებითი კლასების მასწავლებლის, თინათინ მიქაძის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიშს.
ამჟამად მყავს მეორე კლასი, კლასში დგას გააზრებული კითხვის პრობლემა.ჩემი მიზანია,
შევამოწმო კლასში მოსწავლეთა წაკითხულის გააზრების უნარი და ვიკვლიო ის ფაქტორები,
რომლებიც გავლენას ახდენს მოსწავლეთა კითხვის უნარის განვითარებაზე.
კვლევის შედეგად სწორად უნდა დავსახო ის ამოცანები და აქტივობები, რომლებიც
დამეხმარება მიზნის მიღწევაში. გავითვალისწინო სხვათა იდეები, მოსაზრებები და დავნერგო
საკუთარ პრაქტიკაში. წაკითხულის გააზრების უნართან დაკავშირებით, დეტალურად შევისწავლო
არსებული პრობლემის წარმოშობის მიზეზები და გამოვნახო პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური
გზები, რაც პედაგოგებს დაეხმარებათ ისეთი აქტივობების შემუშავებაში, რომელიც მოსწავლეებს
გამოუმუშავებს წაკითხულის გააზრების უნარს.
თავი I
საკვლევი საკითხის აქტუალობა-მიმოხილვა
1.1 პრობლემის აქტუალობა.
მოზარდის, როგორც მოქალაქის ჩამოყალიბების პროცესში, დაწყებითი საფეხური
მნიშვნელოვანი პერიოდია. ამ დროს საფუძველი ეყრება ძირითად სააზროვნო უნარებს, მათ
შორის ყველაზე მთავარს__ კითხვის უნარს. დაწყებით კლასებში მოსწავლე ეუფლება კითხვის
ტექნიკას, ეცნობა სხვადასხვა ტიპის ტექსტებს. გააზრებული კითხვის უნარი უშუალო კავშირშია
ზოგადად ბავშვის განვითარებასთან. ასე რომ, ამ ასაკში კითხვის უნარის შემოწმება გულისხმობს
იმის გარკვევას, თუ რამდენად წარმატებული იქნება ბავშვი მომავალში, შეძლებს თუ არა
მაღალი კლასების პროგრამის დაძლევას.
საკითხი მეტად აქტუალურია, რადგან ესგ-ს მიხედვით, პიროვნებაზე ორიენტირებულ
საგანმანათლებლო პროცესში ლიტერატურის სწავლების მიზანია არა იდეოლოგიზებული ცნობიერების
მქონე ადამიანის აღზრდა, არამედ ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელშიც მოსწავლეს
საშუალება ექნება, პიროვნული გამოცდილების საფუძველზე გაიაზროს და შეაფასოს მხატვრულ
ტექსტში ასახული სიღრმისეული და ცხოვრებისეული პრობლემები.ლიტერატურასთან ურთიერთობამ
უნდა განუვითაროს მოსწავლეს მხატვრული და ესთეტიკური გემოვნება,გაუღვიძოს შინაგანი
აქტიურობისა და თვითშეფასების სურვილი.
განათლების რეფორმის ერთ-ერთი მიზანია მოაზროვნე, აქტიური მკითხველის ჩამოყალიბება.
ამისათვის ზრუნვა სწავლების ადრეული საფეხურიდანვე უნდა დავიწყოთ. თუ ბავშვს იმთავითვე
გავუღვივეთ კითხვის სიყვარული, ის მას მთელი ცხოვრება გაჰყვება. კარგ მკითხველად ჩამოყალიბებას
ხელი უნდა შევუწყოთ ქართულის გაკვეთილზე, დავაუფლოთ მოზარდი კითხვის ტექნიკასა და გააზრებულ
კითხვას.
საკვლევი თემა ძალიან
აქტუალურია. მოზარდთა წიგნიერების დაბალი დონე თანამედროვეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
პრობლემაა. ეს საკითხი უაღრესად მნიშვნელოვანია მსოფლიოში. განსაკუთრებით შემაშფოთებელია
სტატისტიკა საქართველოში.
მუდმივად ხდება
აპელირება ამ საკითხზე. ხშირად განიხილავენ ამ საკითხს როგორც პედაგოგები და სკოლის
ხელმძღვანელები, ასევე მშობლებიც. პრობლემა იკვეთება როგორც საგაკვეთილო პროცესში,
ასევე სასკოლო თუ არასასკოლო ღონისძიებებში, ზოგადად საზოგადოებაში.
ამას ადასტურებს
წიგნიერების საერთაშორისო კვლევა, (PIRLS Progress in International Reading
Literacy Study) რომლის შედეგების მიხედვით მოზარდთა წიგნიერების დონე საშუალოზე დაბალია.
დაწყებით კლასებში წაკითხულის გააზრებისა და გადმოცემის მიხედვით მსოფლიოს 45 ქვეყნიდან
ჩვენი ქვეყანა 37-ე ადგილზეა. უკეთესი შედეგი არც სხვა ასაკობრივ ჯგუფებშია.
ჩემი პედაგოგიური
პრაქტიკიდან გამომდინარე, საკითხის აქტუალობა საჭიროა გაიაზრონ თვით მოსწავლეებმა,
მასწავლებლებმა და მშობლებმა. მოსწავლეებს დავანახოთ ამ პრობლემის გადაჭრის აუცილებლობა,
რათა ავუმაღლოთ მოტივაცია თითოეულ მოსწავლეს, რაც დაგვეხმარება წიგნიერების დონის ამაღლებაში.
1.2 პრობლემის გამომწვევი მიზეზები და ანალიზი:
მე, როგორც დაწყებითი
კლასების მასწავლებელმა, პრაქტიკული კვლევის ჩასატარებლად შევარჩიე მე-2 კლასი. მოცემულ
კლასებში ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის განმავლობაში
მოსწავლეთა ზოგად ცოდნაზე დაკვირვებით იკვეთება, რომ ზოგადი განათლების დონე არის დაბალი,
რაც ნათლად ჩანს შემდეგ სიტუაციებში:
·
მოსწავლეებს
აქვთ სწრაფი კითხვის პრობლემა;
·
დაბალია
მეტყველების კულტურა;
·
მოსწავლეთა
ლექსიკური მარაგი მწირია;
·
უჭირთ
საკუთარი აზრის დამოუკიდებლად გადმოცემა როგორც ზეპირი , ასევე წერილობითი ფორმით;
·
პრობლემას
წარმოადგენს წაკითხულის გაგება–გააზრება; ძირითადად აქცენტს აკეთებენ მექანიკურ კითხვაზე;
·
იკვეთება
კომპიუტერის არამიზნობრივი გამოყენება, რაც იწვევს წიგნის კითხვის დეფიციტს;
·
აქვთ
ნებისყოფის დეფიციტი.
ყველა ამ პრობლემიდან გამომდინარე ნათელი და საჭირო
გახდა ის, რომ აუცილებელია ავამაღლოთ მოსწავლეებში
წიგნის კითხვის მოტივაცია, რათა კითხვა იქცეს
მათთვის მოთხოვნილებად და არა რუტინად.
1.3 კვლევის მიზანი.
კვლევის მიზანია, შეამოწმოს დაწყებით კლასებში მოსწავლეთა წაკითხულის გააზრების
უნარი და იკვლიოს ის ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მოსწავლეთა კითხვის უნარის
განვითარებაზე. გაანალიზდეს არსებული პრობლემა, დაიგეგმოს და განხორციელდეს შესაბამისი
ინტერვენციები, შეფასდეს მიღებული შედეგები.
1.4 კვლევის ამოცანა.
·
მოსწავლეებმა გააცნობიერონ წიგნიერების მნიშვნელობა სწავლება-სწავლისა და აღზრდის პროცესში;
·
მასწავლებლის ჩართულობით, გააზრებული კითხვისათვის საჭირო
სხვადასხვა აქტივობებისა და მეთოდების გამოყენებით წიგნიერების დონის ამაღლება.
·
ლექსიკური
მარაგის გამდიდრება მეტყველების კულტურის გაუმჯობესებისთვის.
·
გააზრებული
კითხვის სტრატეგიების შემუშავება მოტივაციის ამაღლებისთვის;
·
მოსწავლეებში
საჭირო ლიტერატურის მოძიების, კითხვისა და გაანალიზების უნარის გამომუშავება;
თავი II
ლიტერატურის მიმოხილვა.
არაერთი ლიტერატურა შექმნილა და კვლევა ჩატარებულა იმის შესახებ, რომ გააზრებული
კითხვის უნარი უშუალო კავშირშია ზოგადად ბავშვის განვითარებასთან. მე გავეცანი ლიტერატურას
გააზრებული კითხვის უნარ-ჩვევების მნიშვნელობასა და განვითარებაზე.
ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი,
რომელსაც ბავშვები სკოლაში სწავლისას იძენენ, კითხვის უნარია. კითხვის საბაზო უნარის
ჩამოყალიბება ადრეულ ასაკში, სასკოლო პერიოდის პირველივე ეტაპზე ხდება და ის ხელს უწყობს
იმ სააზროვნო პროცესების განვითარებას, რომლებიც ეფექტური სწავლისა და სწავლების წინაპირობაა
საშუალო განათლების მომდევნო საფეხურებზე. დაწყებით კლასებში მოსწავლე ეუფლება კითხვის
ტექნიკას, ის სწავლობს კითხვას და შემდეგკითხულობს იმისთვის, რომ ისწავლოს.
წიგნიერების საერთაშორისო კვლევის
(PIRLS – Progress in International Reading Literacy Study) მიზანია, შეამოწმოს მოზარდთა
წაკითხულის გააზრების უნარი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ის ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ
ტარდება, რაც მონაწილე ქვეყნებს პროგრესის შეფასების საშუალებას აძლევს.
კვლევების ამგვარი პერიოდულობა
საფუძველს გვიქმნის, დინამიკაში შევაფასოთ
საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები ( კონკრეტული
ქვეყნის განათლების სისტემაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებები, ცვლილებები ეროვნულ
სასწავლო გეგმაში და განათლების რეფორმის სხვა ასპ ექტები). ბევრმა ქვეყანამ სწორედ
საერთაშორისო კვლევების შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე შეცვალა სასწავლო
სტრატეგიები თავის საგანმანათლებლო სისტემაში და სწავლისა და სწავლების პროცესის სრულყოფის
თვალსაზრისით სერიოზულ წარმატებებსაც მიაღწია.
კითხვასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს აკადემიური
წარუმატებლობა, ხელი შეუშალოს სკოლისა და სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას
და ხელი შეუწყოს ,ნეგატიური ქცევების” განხორციელებას (ხელისშემშლელი ქცევა კლასში,
სკოლის გაცდენა და სხვა). მოსწავლის დაბალ აკადემიურ მიღწევაში თავისი წვლილი შეაქვს
ანტისოციალურ ქცევას, მშობლების მხარდაჭერის ნაკლებობას, ადრეულ ასაკში კოგნიტური სტიმულაციის
არარსებობასა და ბავშვებზე ძალადობას. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ კითხვა მოსწავლეთათვის
ერთგვარ მცველს წარმოადგენს, რომელიც მათ ძალადობრივი ქცევებისათვის თავის არიდების
საშუალებას აძლევს.
კითხვის უნარის განვითარება ადრეული ასაკიდან, ხშირ შემთხვევაში, ჯერ კიდევ
სკოლამდელი პერიოდიდან იწყება და ამ უნარის საბოლოო ჩამოყალიბებისათვის საკმაოდ დიდი
დროა საჭირო. ამ პროცესში 9-10 წელი მნიშვნელოვანი ასაკია. ამ დროს საფუძველი ეყრება
ძირითად საბაზო უნარებს, მათ შორის ყველაზე მთავარს – კითხვის უნარს. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი
სწორედ ამ ასაკში კითხვის სწავლებაში არსებული პრობლემების იდენტიფიკაცია და მოსწავლეთა
წიგნიერების ხელშესაწყობად მიზანმიმართული აქტივობების დაგეგმვა. კითხვის უნარი უშუალო
კავშირშია არა მხოლოდ ბავშვის სააზროვნო პროცესების განვითარებასთან, არამედ მის პიროვნულ
განვითარებასთან. ასე რომ, ამ ასაკში კითხვის უნარის შემოწმება გულისხმობს
იმის გარკვევასაც, თუ რამდენად წარმატებული იქნება ბავშვი მომავალში, შეძლებს
თუ არა მაღალი კლასების სასწავლო პროგრამის დაძლევას და, საბოლოო ჯამში, საზოგადოების
სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამას კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საზოგადოების
კეთილდღეობისათვისაც ბავშვები კითხვას სხვადასხვა კონტექსტში, მრავალი სახის აქტივობისა და
გამოცდილების დახმარებით სწავლობენ. დაწყებითი სკოლის ასაკში მათი კითხვის უნარები,
ქცევები და დამოკიდებულებები ძირითადად სკოლასა და სახლში ვითარდება. კითხვის უნარის
განვითარებას ხელს უწყობს მრავალი რესურსი და აქტივობა, მათ შორის, მშობლის არაფორმალური,
ყოველდღიური მოქმედებები (წიგნის კითხვა, წაკითხულზე საუბარი და სხვა). აღსანიშნავია,
რომ კითხვის სწავლისთვის ასეთი, ნაკლებად სტრუქტურირებული, აქტივობები ისეთივე მნიშვნელოვანია
ბავშვისთვის, როგორც კითხვის სტრუქტურირებულად, მიზანმიმართულად სწავლება კლასში. ორივე
გარემო, სკოლა და სახლი, ერთმანეთის ხელშემწყობ და კითხვის სწავლისთვის მნიშვნელოვან
ფაქტორს წარმოადგენს.
ბავშვების წიგნიერებაზე ოჯახური გარემო დიდ ზეგავლენას ახდენს. ოჯახის
მიკრო გარემომ შეიძლება შექმნას ისეთი კლიმატი, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვებს ენისა
და სხვადასხვა სახის ტექსტების გამოყენებით ,,აღმოჩენების” გაკეთებასა და «ექსპერიმენტების»
ჩატარებაში. მშობლებისა და ოჯახის სხვა წევრების მიერ კითხვასთან, წაკითხულთან დაკავშირებით
აზრის გამოთქმა, ინტერესის გამოხატვა კითხვის მიმართ ბავშვის პოზიტიური დამოკიდებულების
ფორმირებას ახდენს.
კითხვის უნარების განვითარებაზე განსაკუთრებით დიდი გავლენა აქვს საკლასო
გარემოს. სწავლების სტრატეგიები და აქტივობები,წიგნების ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვან
გავლენას ახდენს კლასში სწავლებასა და სწავლაზე. მასწავლებლის კვალიფიკაცია, პროფესიულ
განვითარებაზე ზრუნვა, კოლეგებთან თანამშრომლობა, მისი მოლოდინები და დამოკიდებულებები
პირდაპირ გავლენას ახდენს მოსწავლეზე.
წაკითხულის გააზრება რომ კითხვის მნიშვნელოვანი უნარია, კარგად ჩანს ესგ-ში.
დაწყებითი საფეხურის დასრულების შემდეგ მოსწავლეს უნდა შეეძლოს:
ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება:
·
სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა და გადმოცემა;
·
წაკითხული წინადადებებისა და ტექსტის კონსტრუირება;
·
სხვადასხვა სახის ტექსტების შეგნებულად და გააზრებულად
კითხვა;
·
ტექსტებში მოცემული გრამატიკული კონსტრუქციების
გამოყოფა და სათანადო ინტერპრეტაციით წარმოდგენა;
·
მისთვის ნაცნობ თემებზე სხვადასხვა ხასიათის ტექსტების
გამართულად წერა;
·
გრამატიკის, ორთოგრაფიის, პუნქტუაციის პრაქტიკულად
აუცილებელი მინიმუმის შეგნებულად გამოყენება.
მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა:
·
სხვადასხვა ლიტერატურული ჟანრის ტექსტების
მოსმენა, წაკითხვა და საკუთარი ემოციებისა და აზრის გამოხატვა;
·
მოსმენილი ან წაკითხული მხატვრული ნაწარმოების დაკავშირება პირად გამოცდილებასთან;
·
ტექსტის ეპიზოდების ერთმანეთთან დაკავშირება და მთავარი თემის განსაზღვრა;
·
გმირის საქციელის შეფასება;
·
მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების ამოცნობა და
მათი ფუნქციის ახსნა;
·
მხატვრული ტექსტების შექმნა;
· საკუთარი ინტერესების მიხედვით
საკითხავი ლიტერატურის შერჩევა.
კითხვა.
კითხვის უნარის განვითარება წიგნიერების საფუძველია,
რაც სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბების
აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ეს მიმართულება ემსახურება მშობლიურ და მსოფლიო ლიტერატურასთან
ზიარებას; ამასთანავე, ნაირგვარი
წერილობითი ტექსტის წაკითხვის, მათში მოცემული ინფორმაციის გაგების, გააზრებისა და
გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
სწავლის პროცესში მოსწავლემ უნდა გამოიყენოს კითხვის ძირითადი სტრატეგიები, რათა
შეეძლოს ტექსტის შერჩევა, მასში სასურველი ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება, კრიტიკული
კითხვა, გრამატიკული, სტატიკური და კონტექსტური მონაცემების გამოყენება ტექსტის ღრმად
წვდომის მიზნით; სპეციალური
საძიებლებისა და ლექსიკონების გამოყენება, ტექსტების სწრაფი და დიფერენცირებული კითხვა,
მიღებული ინფორმაციის დამუშავება, მონაცემთა
ანალიზი და დასკვნების გამოტანა.
წაკითხულის გააზრება
ცნობილია, რომ კითხვის სწავლების საბოლოო მიზანი გააზრებული კითხვის უნარის გამომუშავებაა.
როგორ ვასწავლოთ წაკითხულის გააზრება?
სანამ მოსწავლეები კითხვას დაიწყებენ, მასწავლებელმა საშუალება უნდა მისცეს მათ, რომ თვალი გადაავლონ ტექსტს. ამ გზით მოსწავლეები გაეცნობიან ტექსტის ვიზუალურ მხარეს, სტრუქტურას, ყურადღებას მიაქცევენ სათაურსა თუ ქვესათაურებს, საკვანძო სიტყვებსა და ფრაზებს, რაც მათ გარკვეულ წარმოდგენას შეუქმნის წასაკითხი მასალის შესახებ.
კითხვის დაწყებამდე მოსწავლეთა წინარე ცოდნის აქტივაცია და ამ სახით წასაკითხი ტექსტის ერთგვარი „მოთელვა” მნიშვნელოვნად უწყობს ხელს წაკითხულის გააზრებას. წინარე ცოდნა _ ეს არის ინფორმაცია, რომელსაც ფლობს მოსწავლე იმ საკითხთან/თემასთან დაკავშირებით, რასაც ეხება ტექსტი. ეს ცოდნა ერთგვარი ხიდია ნასწავლსა და შესასწავლს შორის.
თუკი მასწავლებლისთვის ცნობილია, რომ მოსწავლეები არ ფლობენ საკმარის წინარე ცოდნას, მან უნდა მიაწოდოს მოსწავლეებს აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც მათ წასაკითხი ტექსტის გაგებაში დაეხმარება.
წაკითხულის გასააზრებლად სასარგებლოა ასევე გრაფიკული მაორგანიზებლების გამოყენებაც. ისინი ეხმარება მოსწავლეს, ამოიცნოს, სისტემურად დაინახოს და დაიმახსოვროს ყველა მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც მას წაკითხულის დასამუშავებლად და გასააზრებლად სჭირდება, ასევე შეაჯამოს წაკითხული.
წაკითხულის გააზრებისთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა შეძლონ კითხვის პროცესის კონტროლი. მეტაკოგნიტური უნარების განვითარების მიზნით, სასურველია, მასწავლებელმა პირდაპირი გზით ასწავლოს მათ შესაბამისი სტრატეგიები.
უპირველესად, მოსწავლეები უნდა დაეუფლონ სტრატეგიებს, რომელთა საშუალებითაც ისინი შეძლებენ კითხვის დროს დაშვებული ხარვეზების იდენტიფიცირებას. ასეთი სტრატეგიებია: ყველა უცნობი ან რთულად გასაგები ლექსიკური ერთეულის იდენტიფიცირება; ტექსტში ასახული მოვლენების, ფაქტების წარმოსახვაში გაცოცხლება; თითოეული აბზაცის ან შინაარსობრივად დასრულებული მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ მცირე პაუზის გაკეთება და წაკითხულის შეჯამება; საკუთარი თავისთვის კითხვების დასმა წაკითხულის შესახებ და სხვ.
მოსწავლეები ასევე უნდა დაეუფლონ კონკრეტულ სტრატეგიებს კითხვის დროს წარმოქმნილი ხარვეზების გამოსასწორებლადაც. ასეთი სტრატეგიებია: უცნობი ან რთულად გასაგები ლექსიკური ერთეულების ამოსაცნობად კონტექსტის და/ან გრამატიკული ცოდნის მოხმობა, საჭიროების შემთხვევაში კი ლექსიკონის ან სპეციალური ლიტერატურის მოძიება და გამოყენება; გაუგებარი ან ძნელად გასაგები ადგილის ხელახლა წაკითხვა, ასეთი მონაკვეთის შინაარსის საკუთარი სიტყვებით, ხმამაღლა გადმოცემა.
წაკითხულიდან აზრის გამოტანა შეუძლებელია, თუკი მკითხველს არა აქვს უნარი, თავი მოუყაროს წაკითხულ ტექსტში მოწოდებულ ინფორმაციას, რომელიც ზოგჯერ შესაძლებელია საკმაოდ ტევადიც იყოს, და დაიყვანოს იგი მხოლოდ ძირითად, ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტებამდე. სწორედ ეს არის წაკითხულის შეჯამების უნარი.
ამ უნარის განსავითარებლად სასურველია, მოსწავლეებს ჯერ ვასწავლოთ ტექსტის შედარებით მცირე მონაკვეთების შეჯამება, რის შემდეგაც შესაძლებელია მათი მოცულობის ეტაპობრივად გაზრდა. თავდაპირველად უმჯობესია პირდაპირი ინსტრუქციებისა და მოდელირების მეთოდის გამოყენება, რისთვისაც მასწავლებელი:
·
ეხმარება მოსწავლეებს ძირითადი წინადადების ამოცნობაში, ხოლო თუკი ტექსტში პირდაპირ არ არის ასეთი წინადადება – მის შეთხზვაში;
·
სთხოვს მოსწავლეებს, ერთმანეთთან შინაარსობრივად დაკავშირებული სიტყვები ჩაანაცვლონ ერთი, განმაზოგადებელი სიტყვით;
·
ეხმარება მოსწავლეებს, ერთმანეთისაგან გაარჩიონ მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაცია.
წაკითხულის სრულყოფილად გააზრებისთვის ასევე სასარგებლოა, რომ მოსწავლეებმა ისწავლონ კითხვების დასმა წაკითხულის შესახებ და დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა. ამისათვის მასწავლებელმა შესაძლებლობა უნდა მისცეს მოსწავლეებს, თავად დასვან კითხვები და უპასუხონ სხვადასხვა სირთულის კითხვებს ტექსტის შესახებ, მათ შორის, ისეთებსაც, რომლებზე პასუხის გაცემაც ქვეტექსტის გაგებასა და გარკვეული დასკვნების გაკეთებას მოითხოვს.
წაკითხულის შესახებ დისკუსიის წარმართვა ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივობაა წაკითხულის გასააზრებლად.
მოტივაცია
მოტივაცია წარმატებულ მკითხველად ჩამოყალიბების ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა. ცუდი მკითხველების პრობლემა სწორედ მოტივაციის ნაკლებობაა. ისინი ცოტას კითხულობენ, რის გამოც ვერ ფლობენ კითხვის სტრატეგიებს, აქვთ მწირი ლექსიკური მარაგი და ვერ იაზრებენ წაკითხულს. ასეთი მკითხველები არც კლასგარეშე ლიტერატურას კითხულობენ სიამოვნებით.
როგორ ავამაღლოთ მოსწავლეთა მოტივაცია?
კითხვის მოტივაციის ასამაღლებლად კითხვის სპეციალისტები გვთავაზობენ ოთხ უმთავრეს მიდგომას. ესენია:
1) კითხვის მიზნის განსაზღვრა მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით. მოსწავლე უფრო ყურადღებით წაიკითხავს ტექსტს, თუ წინასწარ ეცოდინება, რომ იგი მისთვის საინტერესო თემას ეხება, ან მიიღებს ინფორმაციას, რომელსაც კონკრეტული მიზნით გამოიყენებს. თუ მისთვის კითხვა მხოლოდ ვალდებულებაა და მისი მიზანი მხოლოდ მასწავლებლის მიერ შეთავაზებული დავალებებისა და სავარჯიშოების შესრულებაა, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში მოსწავლეს საგრძნობლად ნაკლები მოტივაცია ექნება.
2) მოსწავლეების არჩევანის პატივისცემა. აუცილებლად გაიზრდება მოსწავლის მოტივაცია, თუკი მას საშუალება მიეცემა, მონაწილეობა მიიღოს საკითხავი მასალის შერჩევაში, თავად აირჩიოს საკუთარი როლი ჯგუფურ თუ წყვილურ აქტივობებში, შეარჩიოს მეწყვილე, ასევე გადაწყვიტოს, ინდივიდუალურად იმუშავებს თუ ჯგუფურად, რა ტიპის პროდუქტის შექმნა სურს და ა.შ.
3) საინტერესო საკითხავი მასალის შერჩევა. მოსწავლეს უფრო ეხალისება ისეთი ტექსტების კითხვა, რომლებიც მას ინტერესს აღუძრავს. ცხადია, არ არსებობს უნივერსალური საზომი, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია ზუსტად დავადგინოთ, რომელი ტექსტი შეიძლება იყოს ყველა მოსწავლისათვის ერთნაირად საინტერესო. ამიტომ, მასწავლებელს წინასწარ უნდა ჰქონდეს გარკვეული ინფორმაცია მოსწავლეების ინტერესების სფეროების შესახებ და ამის მიხედვით უნდა შეარჩიოს საკითხავი მასალა.
4) მოსწავლეთა შორის თანამშრომლობის წახალისება. როგორც ცნობილია, მოზრდილ მოსწავლეებს განსაკუთრებით იზიდავთ და აინტერესებთ ერთმანეთთან ურთიერთობა. გამოცდილებამ აჩვენა, რომ მოსწავლეები უფრო მოტივირებული ხდებიან სწავლაში, თუკი მათ მიეცემათ საშუალება, დაამყარონ ერთმანეთთან სოციალური კავშირები და თანამშრომლობის გზით ერთობლივად გადაწყვიტო
სხვადასხვა სასწავლო ამოცანა.
დაწყებითი სასკოლო პერიოდის როლი და მნიშვნელობა სასკოლო ცხოვრების შემდგომ ეტაპებზე წარმატებების მისაღწევად განუზომლად დიდია. საშუალო და უფროს სასკოლო ასაკში მოსწავლის სასკოლო წარმატებებს ძალიან ხშირად განსაზღვრავს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც ჯერ კიდევ ადრეულ სასკოლო პერიოდში უყალიბდება ბავშვს. აქ ჩვენ მოვიაზრებთ არა მხოლოდ სოციალურ, არამედ სააზროვნო უნარ-ჩვევებსაც. ალბათ, დაწყებითი კლასების ნებისმიერი მასწავლებლისთვის საინტერესო იქნება, თუ რა უნარ-ჩვევების განვითარებაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული ამ ასაკობრივ საფეხურზე იმისათვის, რომ ჩვენი მოსწავლე სასკოლო სწავლების ზედა საფეხურებზე წარმატებებს აღწევდეს და საკუთარი თავის რეალიზებას მაქსიმალურად ახდენდეს. სასწავლო პროცესში წარმატებებს დიდ წილად აზროვნების განვითარების სათანადო დონე ესაჭიროება. ამდენად, სასკოლო სწავლების პირველივე დღეებიდანვე ბავშვის აზროვნების განვითარებაზე ზრუნვა ერთ-ერთ პრიორიტეტად უნდა ვაქციოთ.
სამწუხაროდ, ბევრი ფიქრობს, რომ დაწყებით კლასებში მაღალი დონის სააზროვნო ოპერაციები (ანალიზი, სინთეზი, შეფასება) ბავშვისათვის დაუძლეველია, ამდენად, ამ ასაკში ანალიზის, სინთეზისა და შეფასების უნარის განვითარებაზე ზრუნვას აზრი არა აქვს და ძირითადათ უფრო დაბალი დონის სააზროვნო უნარების (ცოდნის, გაგების, გამოყენების) განვითარებაზე უნდა ვიფიქროთ. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ზემოთ ჩამოთვლილი უნარების განვითარებაზე ზრუნვა ჯერ კიდევ სკოლამდელ პერიოდშია საჭირო, რადგანაც, როცა სკოლაში სწავლისათვის ბავშვის ინტელექტუალურ მზაობას იკვლევენ, იმის დადგენასაც ცდილობენ, თუ როგორ აქვს განვითარებული მას ანალიზის უნარი. მაინც რა შეიძლება გავაკეთოთ სასკოლო სწავლების საწყის ეტაპზე მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარების ხელშესაწყობად. პირველ კლასში ამის გაკეთება ძალიან ადვილად შეიძლება თუნდაც ანბანის სწავლების პროცესში. ამისათვის საკმარისი იქნება ვთხოვოთ ბავშვს შეადაროს ერთმანეთს შესწავლილი ასოები, მაგ. ვუხსნით ასო ”მ”-ს და ვაძლევთ დავალებას გვითხრას რითი გავს და რითი განსხვავდება ერთმანეთისაგან ასო ”მ” და ასო ”ნ”. შეადაროს ერთმანეთს სიტყვები მაგ. ”მუხა” და ”ხე” – იპოვოს მათ შორის მსგავსება და განსხვავება. ასეთი დავალებები, ერთის მხრივ, ანალიზის უნარის განვითარებას უწყობს ხელს და, მეორეს მხრივ, ისეთი ფსიქიკური პროცესების განვითარების ხელშემწყობიც ხდება, როგორიცაა აღქმა და ყურადღება. ცნობილია, რომ ბავშვის აღქმა, მოზრდილის აღქმისაგან განსხვავებით, უფრო დიფუზურია დ მოკლებულია შინაგან დანაწევრებულობას, რის გამოც ის ხშირად უშვებს შეცდომებს წერა-კითხვის დროს, ურევს ერთმანეთში მსგავს ასოებს, უჭირს ცალკეული დეტალების აღქმა. ყოველივე აღნიშნული სერიოზულ პრობლემებს უქმნის მას სწავლის პროცესში და საყვედურებსაც ხშირად იღებს უფროსებისაგან.
მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებში ნაკლები იყოს დახურული შეკითხვების ხვედრითი წილი. უფრო ხშირად გამოვიყენოთ ღია შეკითხვები და კითხვითი სიტყვა ”რატომ?” მაგ. ”რატომ არ მოდის თოვლი ზაფხულობით?”, ”რატომ მიფრინავენ შემოდგომაზე ფრინველები თბილ ქვეყნებში?” და ა. შ. ასეთ შეკითხვებს ბავშვები ”საინტერესო” შეკითხვებს უწოდებენ და სწორედ ასეთი შეკითხვები ხდება ანალიზის უნარის განვითარების ხელშემწყობი.
ბავშვის სააზროვნო უნარების განვითარებაზე ზრუნვა სასკოლო სწავლების პირველივე დღეებიდანვე იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ცოტა მოგვიანებით ის გაზრებული კითხვის უნარის განვითარებაშიც დაგვეხმარება. გააზრებული კითხვის უნარის დეფიციტი ბავშვებში ჩვენი სკოლების ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ, აღნიშნული უნარის განვითარებაზე ზრუნვა კითხვის დაწყების პირველივე დღეებიდავე უნდა იქცეს სასწავლო პროცესის პრიორიტეტად პედაგოგებისათვის. ამისათვის, კარგი იქნება, თუ სწორად შევარჩევთ კითხვის სტრატეგიებს. სამწუხაროდ, ჩვენს სკოლებში დღესაც კითხვის წამყვანი სტრატეგიაა ”გაგრძელებით კითხვა” და ეს იმ დროს, როცა აღნიშნული სტრატეგია ყველაზე ნაკლებ ეფექტიანია გააზრებული კითხვის უნარის განვითარებისათვის. მის ნაკლებ ეფექტიანობას განაპირობებს, უპირველეს ყოვლისა, ის, რომ ერთ კლასში მყოფი ბავშვები ხშირად ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ცოდნით, უნარებით, ასევე კითხვის, მოქმედების, მეტყველების ბუნებრივი ტემპით. არცთუ ისე იშვიათია შემთხვევა, როცა ბავშვი, რომელიც უკვე საკმაოდ თავისუფლად კითხულობს, იძულებულია, გაგრძელებით კითხვის დროს, მოთმინებით დაელოდოს თავის თანაკლასელს, რომელსაც უჭირს კითხვა. ამასთან, ასეთი კითხვის პროცესში ბავშვმა თითი არ უნდა აიღოს ტექსტიდან, როცა სხვა კითხულობს, იმის გამო, რომ ნებისმიერ მომენტში მასწავლებელმა შეიძლება მას გააგრძელებინოს კითხვა. ხშირ შემთხვევაში, ”გაგრძელებით კითხვის” დროს, ბავშვებს ბეზრდებათ ერთმანეთის ლოდინი და თითს აღარ აყოლებენ ტექსტს, რის გამოც პედაგოგის მხრიდან საყვედურებს იმსახურებენ. გარდა ამისა, მრავალრიცხოვან კლასში, ტექსტის ერთი ნაწილის წაკითხვის შემდეგ ხშირად ბავშვი ეთიშება კითხვის პროცესს, ვინაიდან გრძნობს, რომ ამდენ ბავშვში მას აღარ მოუწევს კითხვის გაგრძელება. ყოველივე აღნიშნულის გამო, უმჯობესია, ”გაგრძელებით კითხვის” ნაცვლად, ან თუნდაც მის პარალელურად გამოვიყენოთ კითხვის ის სტრატეგიები, რომლებიც გააზრებული კითხვის უნარის უკეთესად განვითარების შესაძლებლობას იძლევა და რომლებსაც ჩვენი სკოლების პედაგოგთა საკმაოდ დიდი ნაწილი, ჯერ კიდევ წლების წინ, ”წიგნიერების” პროგრამის ფარგლებში ტრენინგებზე გაეცნო. განსაკუთრებით მოსწონთ ბავშვებს, როცა მასწავლებელი პატარა ბარათებზე ან დაფაზე დაწერილ კითხვებს წარუდგენს და სთხოვს, რომ მოიძიონ ტექსტში ის ადგილები, სადაც აღნიშნულ შეკითხვებზე პასუხების ამოკითხვა შეიძლება. ამასთან ერთად, სასურველია გაკვეთილის პროცესში გამოყენებული შეკითხვები ისეთნაირი ფორმულირებით მივაწოდოთ ბავშვებს, რომ მათზე პასუხები ტექსტში ზედაპირზე არ იყოს მოცემული და მათ მოფიქრებას წაკითხულის გააზრება ჭირდებოდეს. ხშირ შემთხვევაში, პატარები, სიჩქარის გამო პასუხებს, ტექსტიდან ამოკითხვის ნაცვლად, ზეპირად ამბობენ. გააზრებული კითხვის უნარის გამომუშავებისათვის სასურველია, რომ მასწავლებელმა ამას ყურადღება მიაქციოს და შეეცადოს ბავშვის ყურადღების კონცენტრაციას ტექსტზე. როცა მასწავლებელი ბავშვების მხრიდან პასუხების ზეპირად გადმოცემით კმაყოფილდება, ის მეხსიერებაზეა ორიენტირებული, მაშინ, როცა ტექსტის გასააზრებლად და გააზრებული კითხვის უნარის გამომუშავებისათვის პედაგოგი ორიენტაციას მაღალი დონის სააზროვნო ოპერაციებზე უნდა აკეთებდეს.
ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ვინაიდან მასწავლებელს ერთ ჯგუფში სრულიად განსხვავებული შესაძლებლობების ბავშვებთან უწევს მუშაობა, სწავლების პროცესში ინდივიდუალური მიდგომის უზრუნველყოფა სრულიად აუცილებელია თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებისათვის. ინდივიდუალური მიდგომის ერთ-ერთ კარგ საშუალებას წარმოადგენს შეკითხვების, დავალებების დიფერენცირება და ბავშვების შესაძლებლობებზე მათი მორგება. ასეთ შემთხვევაში თითოელ მათგანს მიეცემა წარმატების განცდის შანსი, ეს, თავის მხრივ, გაუძლიერებს მათ საკუთარი ძალების რწმენას და დადებითი განწყობა ჩამოუყალიბდებათ ყველაფერი იმის მიმართ, რასაც საგაკვეთილო პროცესში შესთავაზებს მასწავლებელი.
სასურველია, რომ მასწავლებელი გაკვეთილის პროცესში იყენებდეს სწავლების მრავალფეროვან მეთოდებს და აქტივობებს. ერთი და იგივე მეთოდისა და აქტივობის ყოველდღიური გამოყენება, როგორი საინტერესოც არ უნდა იყოს ის, ხშირად მოსაბეზრებელი ხდება ბავშვისთვის. გააზრებული კითხვის უნარის განვითარებაზე მუშაობის პროცესში ბავშვები დიდი ხალისით ასრულებენ ისეთ დავალებას, რომელიც მოითხოვს მათგან მნიშვნელოვანი სიტყვების, მნიშვნელოვანი წინადადებების მოძიებას. ისეთი წინადადებების ამოკრებას ტექსტიდან, რომლის გარეშეც ტექსტის შინაარსის გაგება გაჭირდებოდა. უმცროსკლასელებს ასევე დიდ სიამონებას ანიჭებს პატარა მოთხრობის შედგენა წინასწარ მიწოდებული სიტყვების გამოყენებით.
გააზრებული კითხვის უნარის განვითარება დამოუკიდებელი აზროვნების უნარის განვითარების პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს. ცნობილია, რომ დაწყებითი კლასების მოსწავლეები, იმის გამო, რომ მათთვის მასწავლებელი ხელშეუხებელი ავტორიტეტია, იშვიათად გამოთქვამენ ამ უკანასკნელის აზრის საწინააღმდეგო მოსაზრებას. კარგი იქნება, თუ ბავშვებს დამოუკიდებელი აზროვნებისთვის კომფორტულ გარემოს შევუქმნით, ყურადღებით მოვისმენთ მათ მოსაზრებებს ყოველივე ამას ადექვატურად გამოვიყენებთ მუშაობის პროცესში.
უმცროსი სასკოლო ასაკი ძალიან კარგი პერიოდია გააზრებული კითხვის უნარის განვითარებისათვის. თუ ჩვენ ამ შესაძლებლობას გავუშვებთ ხელიდან და არ გავაკეთებთ ინას, რისი გაკეთებაც საკმაოდ ადვილად შეიძლება ამ პერიოდში, ცოტა მოგვიანებით ძალიან გაგვიჭირდება იმის შეცვლა, რაც უკვე საკმაოდ მყარად იქნება ჩამოყალიბებული. ცნობილია, რომ გაცილებით ადვილია შეცდომების თავიდან აცილება, ვიდრე დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე ზრუნვა. კორექცია საკმაოდ რთულ პროცესად ითვლება და ხშირად არ იძლევა სასურველ შედეგებს. ამდენად, უმჯობესია დაწყებით კლასებშივე ჩავუყაროთ საფუძველი იმას, რამაც ზედა კლასებში უბრალოდ შემდგომი განვითარება უნდა ჰპოვოს.
თავი III
კვლევის მთვარი კითხვა და ქვეკითხვები
კვლევის ამოცანაა პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს:
რა ფაქტორები აფერხებს მოსწავლეებში გააზრებული
კითხვის უნარის განვითარებას?
·
კითხვის რა სტრატეგიები უნდა გამოვიყენოთ, რომ განუვითაროთ მოსწავლეებს
გაგება-გააზრების უნარი?
·
რა რესურსები შეიძლება გამოვიყენოთ გაგება-გააზრების უნარის განსავითარებლად?
·
აქვს თუ არა მოსწავლეს ლექსიკური მარაგი, გებულობს თუ არა იმ სიტყვების
მნიშვნელობას, რომლებიც ხვდება ტექსტში?
·
კითხულობს თუ არა გამართულად? რადგან კითხვაში გაუწაფავი მოსწავლე დიდ
სირთულეს აწყდება ტექსტიდან აზრის გამოტანისას.
თავი IV
მეთოდოლოგია.
4.1 კვლევის
სამიზნე ჯგუფი:
მეორე კლასში სწავლობს
26 მოსწავლე,რომლებიც გახდნენ სამიზნე ჯგუფი მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად პრაქტიკის
კვლევის პროცესში.სასწავლო წლის დასაწყისშივე ჩატარებულმა დიაგნოსტიკური ტესტირების
შედეგებზე დაკვირვებამ მომცა საშუალება გამეანალიზებინა შედეგები,გამოიკვეთა ტენდენცია,რომ
მოსწავლეებს უჭირთ ტექსტების გააზრება.შედეგის
გასაუმჯობესებლად დავგეგმე მიზნობრივი ნაბიჯები. შევიმუშავე კვლევის გეგმა.
დავიწყე ფიქრი იმაზე,
კვლევის რა ინსტრუმენტები შემერჩია და რა ინტერვენციები დამეგეგმა.
შევარჩიე სამიზნე
ჯგუფი:
1.
II
კლასის მოსწავლეები
2. მათი მშობლები
3. დაწყებითი კლასების
საგნის პედაგოგები;
კვლევის მონაცემთა
შეგროვების მეთოდად გამოვიყენე:
1.
ფოკუს–ჯგუფი
2.
კითხვარი
კვლევის ჯგუფის
პირებთან მუშაობა არის მნიშვნელოვანი, რადგან მათთან განხორციელებული აქტივობებითა
და შედეგებით მოხდება ჩვენს მიერ საკვლევი საკითხის მიმართულების, პრიორიტეტებისა და
მნიშვნელობის განსაზღვრა. საბოლოოდ მათი ჩარევითა და დახმარებით შევძლებთ კვლევის წარმართვასა
და ანალიზს. კვლევაში მონაწილე პირების ფუნქციები იქნება გადანაწილებული, განსაზღვრული
და დროში გაწერილი.
4.2 დროის დიაგრამა:
განვსაზღვრე კვლევის ვადები:
აქტივობა
|
სექტემბერი
|
ოქტომბერი
|
ნოემბერი
|
დეკემბერი
|
იანვარი
|
ივნისი
|
პრობლემის იდენტიფიცირება
|
X
|
|||||
კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება
|
X
|
|||||
ფოკუსჯგუფი
მასწავლებლებთან
|
X
|
|||||
ფოკუსჯგუფი
მშობლებთან
|
X
|
|||||
კითხვარი - მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან
|
X
|
|||||
მონაცემთა
შეგროვება
|
X
|
|||||
მონაცემთა
ანალიზი
|
X
|
|||||
სავარაუდო
ინტერვენციების გეგმის შემუშავება
|
X
|
|||||
ინტერვენციის
განხორციელება
|
X
|
|||||
ინტერვენციის
შედეგების
ანალიზი
|
X
|
|||||
პრეზენტაცია სასაკოლო საზოგადოებასთან, შედეგების
გაცნობა
|
X
|
4.3 კვლევის მეთოდის შერჩევა.
კვლევის პროცესის სწორად წარმართვისა და სასურველი შედეგის
მიღწევის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობას კვლევის მეთოდის სწორად შერჩევა წარმოადგენს.
კვლევის თვისობრივი მეთოდები მიზნად ისახავს საკვლევი საგნის სიღრმისეულ შესწავლას,
ხოლო რაოდენობრივი მეთოდები ადგენს შესასწავლი საგნის რაოდენობრივი გავრცელების სურათს.
კვლევის პროცესში რაოდენობრივი და თვისობრივი მეთოდების ერთობლივი გამოყენება უზრუნველყოფს
კვლევის სანდოობას და მაღალ ხარისხს.
ფოკუს ჯგუფი- არის თვისებრივი კვლევის ერთ-ერთი მეთოდი. ფოკუს
ჯგუფში მონაწილეობდა დაწყებითი კლასის მასწავლებლები, სულ 5 პედაგოგი და
მოსწავლეთა მშობლები, სულ 5 მშობელი. ეს მეთოდი გამოვიყენე პრობლემის შესწავლის პირველი ეტაპზე, რაც დამეხმარა
საერთო ჰიპოთეზების ფორმულირებაში და კვლევის პრობლემის დაზუსტებაში. მისი მიზანი იყო
კვლევასთან დაკავშირებული საკითხისადმი მათი
დამოკიდებულებების გაცნობა, დამოკიდებულებების შესწავლა, ასევე დასკვნების და პრაქტიკულ
რეკომენდაციების მიღება. მონაცემთა შეგროვების აღნიშნული მეთოდის გამოყენებით
დავადგინე მასწავლებლების და მშობლების დამოკიდებულება
არსებული პრობლემისადმი, რაც ძალიან დამეხმარა
კითხვარის შედგენაში.
კითხვარი მომზადდა
II კლასის მოსწავლეებისათვის (დანართი 1),
მოსწავლეთა მშობლებისათვის (დანართი 2), და დაწყებითი კლასების მასწავლებლებისათვის
(დანართი 3).
კითხვარის შევსებაში მონაწილეობა მიიღო 26
მოსწავლემ
(100%) და 26 მშობელმა (100%) . მშობლებისა
და მასწავლებლებისათვის კითხვარის შესავსებად განისაზღვრა დრო.
ჩემს მიერ მომზადებული
კითხვარი ზოგად წარმოდგენას ქმნის მშობელთა დამოკიდებულების შესახებ საკითხის მიმართ
და გვაძლევს რეალურ სურათს, როგორ იაზრებენ ტექსტებს დაწყებითი კლასის მოსწავლეები.
თავი V
კვლევის შედეგები
5.1 მონაცემთა ანალიზი
კვლევაში ჩართული
ფოკუს ჯგუფის წევრები აღიარებენ იმას,რომ გაგება-გააზრება კითხვის ყველაზე მნიშვნელოვანი
სამიზნე კომპონენტია,იგი წაკითხულიდან აზრის გამოტანაა.ერთი შეხედვით ეს მარტივად აღიქმება,მაგრამ
პროცესი საკმაოდ რთულია და მისი პრაქტიკაში გადატანა ადვილი არაა.
წაკითხულის
გააზრება სამ სხვადასხვა დონეზეა შესაძლებელი:
1) გაგების დონეზე
2)
ანალიზის და
დასკვნის გამოტანის დონეზე
3)
კრიტიკული შეფასების
დონეზე.
წარმოგიდგენთ
ფოკუს ჯგუფის შედეგების ანალიზს: მშობელთა უმეტესობა თვლის,
რომ მათ შვილებს
აქვთ დაბალი მოტივაცია ტექსტების კითხვის მიმართ. კითხვას თამაშს ან კომპიუტერთან
ჯდომას ამჯობინებენ .საკუთარ მოუცლელობასაც
ასახელებენ აღნიშნული პრობლემის წარმოქმაში.აღნიშნავენ,რომ ისინი მთელი დღის განმავლობაში
გასულები არიან სამუშაოდ და არ რჩებათ დრო შვილებთან სამუშაოდ. ამას ემატება ის ფაქტორიც,რომ
კარგად არ იცნობენ ახალ მეთოდებს და სტრატეგიებს,რომლებსაც მასწავლებლები იყენებენ ტექსტების გასააზრებლად.
მასწავლებელთა
ფოკუს ჯგუფის ანალიზით გაირკვა, რომ მოსწავლეებს მშობლები არ აწვდიან სათანადო ლიტერატურას,
რაც განაპირობებს დაბალ შედეგებს ტექსტების
გააზრებაში. ასევე გამოიკვეთა ის ფაქტი,რომ მასწავლებლებმა უნდა გამოიყენონ გაგება-გააზრების
ეფექტური სტრატეგიები და მოსწავლეებს მიაწოდონ კონსტრუქციული უკუკავშირი.
კითხვარების
ანალიზის შედეგად გამოვლინდა საინტერესო შედეგები:
მოსწავლეთა
უმრვლესობას უჭირს დამოუკიდებლად კითხვა. ბავშვებს კითხვის პროცესში ეხმარებიან უფროსები, რაც ხელს
უშლის მათ განვითარებას - ურჩევნიათ მოისმინონ, ვიდრე იკითხონ. მოსწავლეთა უმეტესობა ყოველდღიურად არ კითხულობს კლასგარეშე საკითხავ ლიტერატურას და ვინც კითხულობს,
ძალიან ცოტა დროს უთმობს კითხვას.
მშობელთა უმრავლესობა შვილებს უკითხავს იშვიათად, დროის უქონლობის გამო. თუმცა ცდილობენ ხელი შეუწყონ საბავშვო ლიტერატურის შეძენით.
5.2 წარმოგიდგენთ რაოდენობრივი კვლევის შედეგებს:
მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგები
გამოკითხულ მოსწავლე გოგონათა უმრავლესობა (50%) დამოუკიდებლად კითხულობს საშინაო დავალებას, ვაჟებს კი უფროსები ეხმარებიან კითხვაში. შესაბამისად ვაჟებს მეტად უჭირთ კითხვა,
ვიდრე გოგონებს.
დიაგრამა N1. მასწავლებლის მიერ მოცემულ ტექსტს ვინ კითხულობს შინ?
საგულისხმო
სურათი გამოვლინდა იმ საკითხთან დაკავშირებით, რა დროს უთმობენ მოსწავლეები კითხვას
დღის მანძილზე. გამოკითხულთა 45% ერთ საათს
უთმობს კითხვას, 5% ორ საათს, ხოლო 50% ნახევარ
საათს. სტატისტიკურად სხვაობა ამ საკითხის შეფასებისას გამოვლინდა მონაცემთა დამუშავებისას რესპოდენტთა სქესის გათვალისწინებით. კერძოდ გოგონები
უფრო ცოტა დროს უთმობენ კითხვას, ვიდრე ვაჟები.
დიაგრამა N2. რა დროს უთმობ კითხვას დღის მანძილზე?
საკითხის, კითხულობ თუ არა სხვა ტექსტებს, გარდა დავალებისა კვლევისას აღმოჩნდა, რომ მოსწავლეთა 50% კითხულობს კლასგარეშე ლიტერატურას, თანაც ვაჟები უფრო მეტს
ვიდრე გოგონები. ხანდახან კითხულობს გამოკითხულთა
23%, ხოლო საერთოდ არ კითხულობს 27%, რომელთა უმრავლესობას გოგონები შეადგენს
დიაგრამა N3. კითხულობს
თუ არა დავალების გარდა სხვა ტექსტებს?
კვლევამ რამდენი
და რომელი მოთხრობები წაიკითხე თვის მანძილზე
აჩვენა, რომ მოსწავლეთა თნაბარი როდენობა
- 39% კითხულობს ერთ ან სამ მოთხრობას
დიაგრამა N4. რამდენი
მოთხრობა წაიკითხე ამ თვეში?
მიუხედავად
იმისა, რომ საბავშვო ლიტერატურის შეძენა არცთუ მცირე თანხებთან არის დაკავშირებული, მოსწავლეთა უმრავლესობამ
გამოკითხვისას აჩვენა, რომ შინ ბევრი საბავშვო წიგნი აქვთ - 66% - ს , ცოტა წიგნი 34 %-ს
აქვს , ხოლო არცერთი მოსწავლე არ აღნიშნავს,
წიგნების არქონას.
დიაგრამა N5. გაქვთ თუ არა
სახლში საბავშვო წიგნები?
საბოლოოდ ასეთი სურათი გამოიკვეთა:
Ø
მოსწავლეთა
უმრავლესობა არ კითხულობს დამოუკიდებლად.
Ø
ცოტა დროს უთმობენ
კითხვას.
Ø
უმრავლესობა
არ კითხულობს კლასგარეშე ლიტერატურას.
Ø
ოჯახში აქვთ
ბევრი საკითხავი წიგნი.
მშობელთა გამოკითხვის შედეგები
მშობელთა გამოკითხვისას, აქვთ თუ არა შინ საბავშვო ლიტერატურა,58% აღნიშნვს,
რომ აქვს ბევრი ლიტერატურა, 42 % კი - ცოტა ლიტერატურა, არცერთი მშობელი არ აფიქსირების
ლიტერატურის არქონას.
დიაგრამა
N1 გაქვთ თუ არა შინ საბავშვო
ლიტერატურა?
მშობელთა გამოკითხვამ უკითხავენ თუ არა შვილებს საბავშვო წიგნებს, გვიჩვენა, რომ 58% უკითხავს
ხშირად, 42% უკითხავს იშვიათად
დიაგრამა N2 .უკითხავთ თუ არა შვილებს საბავშვო წიგნებს?
მშობელთა გამოკითხვისას
,რა დროს უთმობენ შვილებისთვის
კითხვას, შემდეგი სურათი გამოიკვეთა, რომ
მშობელთა 58% უკითხავს 1სთ , 42% კი
ნახევარი სთ.
დიაგრამა N3 რა დროს უთმობთ შვილებისთვის კითხვას?
მშობელთა გამოკითხვისას
ამეცადინებთ თუ არა შვილებს გამოვლინდა, რომ მშობელთა 83% შვილებს ამეცადინებს ხშირად, ხოლო 17
% იშვიათად
დიაგრამა N 4 ამეცადინებთ თუ არა შვილებს?
გამოკითხვის შედეგებით
გამოვლინდა
Ø
მოსწავლეთა უმრავლესობას შინ აქვს
საბავშვო ლიტერატურა
Ø
მშობელთა უმრავლესობა შვილებს უკითხავს იშვიათად.
Ø
მშობელთა უმეტესობა იშვიათად ამეცადინებს შვილებს.
მასწავლებელთა გამოკითხვის შედეგები
დაწყებითი კლასის მასწავლებლები ერთხმად
აღიარებენ, რომ კითხვის მთავარი დანიშნულება გაგება-გააზრებაა. ამისათვის ისინი სასწავლო
პროცესში იყენებენ მრავალფეროვან მეთოდებსა და აქტივობებს, თუმცა ეს პრობლემა მაინც
იკვეთება. მიზეზად კი ასახელებენ ლექსიკური მარაგის ნაკლებობას, ბავშვებს უჭირთ სიტყვების
ამოკითხვა, რაც აძნელებს გაგებას. მოსწავლეები არ კითხულობენ სახლში კლასგარეშე ლიტერატურას,
ნაკლებია მშობელთა ინტერესიც. გამოკითხულ მასწავლებელთა 27% მიიჩნევს, რომ სასკოლო
სახელმძღვანელოები ამ თვალსაზრისით სრულად აკმაყოფილებს მოთხოვნებს, მასწავლებელთა
64% თვლის, რომ სახელმძღვანელოები ნაწილობრივაა ორიენტირებული მოსწავლეებში ტექსტის ანალიზის უნარის გამომუშავებაზე, ხოლო დარჩენილი
9% კი - სახელმძღვანელოებს სრულიად გაუმართავად მიიჩნევს.
5.3 მიგნებები
მონაცემთა ანალიზისას
გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი
მიგნება:
Ø კითხვის მიმართ მოსწავლეთა დაბალი მოტივაცია;
Ø მშობელთა ნაკლები ჩართულობა;
Ø მასწავლებელთა მიერ ტექსტის გაგება-გააზრების უნარის შეფასების არაეფექტური
ინსტრუმენტების გამოყენება ხელს უშლის მოსწავლეთა განვითარებას.
Ø
მშობლეთა ნაკლები ინფორმირება იმის შესახებ,თუ რომელ სტრატეგიებს იყენებენ მასწავლებლები
ტექსტების გაგება-გააზრების უნარების განვითარებისთვის.
თავი
VI
ინტერვენციების აღწერა
და ანალიზი.
6.1 ინტერვენციები.
მონაცემთა ანალიზის
შედეგებზე დაყრდნობით გავაანალიზე აღნიშნული მონაცემები, საჭიროდ
მივიჩნიე დამეგეგმა შემდეგი ინტერვენციები:
·
ვიზუალური
სქემების/ გრაფიკული ორგანიზატორების გამოყენება.
·
შესაფერისი
ტექსტის შერჩევა.
·
წაკითხვის
მიზნის დასახვა.
·
მშობლებთან ერთად კითხვის საათის ჩატარება;
·
დაწყებითი
კლასის მასწავლებელთა თანამშრომლობის გაღრმავება.
ვიზუალური სქემების/
გრაფიკული ორგანიზატორების გამოყენება.__ გრაფიკული სქემები ეხმარება მოსწავლეს ახალი ინფორმაციის
სტრუქტურირებაში, არსებულ და ახალ ინფორმაციებს შორის მიმართების ანალიზში, გააზრების
თვალსაჩინოდ დემონსტრირებაში, წერილობითი ნამუშევრის მომზადებაში. სქემების გამოყენება
სასარგებლოა გაკვეთილის ყველა ეტაპზე, როგორც წაკითხვამდე, ასევე წაკითხვის დროს და
წაკითხვის შემდეგ.
არსებობს სხვადასხვა დანიშნულების და დიზაინის
გრაფიკული სქემები. გრაფიკულ სქემებს ვიყენებთ
ცნებებისა და მათ შორის კავშირების გასააზრებლად, ტექსტის სტრუქტურის დასადგენად, პერსონაჟების
დასახასიათებლად, ძირითადი აზრის გამოსაკვეთათ და სხვა. სქემების გამოყენება და მასზე ვარჯიში იმიტომაა
კარგი, რომ თანდათანობით ისინი მკითხველის გონებაში გადაინაცვლებს და კითხვის პროცესში
ავტომატიზებული სახით ამოქმედდება.
შესაფერისი ტექსტის
შერჩევა.__ შემდეგი ინტერვენცია
მიზნად ისახავდა, შემერჩია მოსწავლის კითხვის დონის შესაფერისი ტექსტები.პირველ რიგში
მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთისაგან გავმიჯნოთ ტექსტების/ წიგნების ორი კატეგორია:
1) ტექსტები, რომლითაც კითხვას ვსწავლობთ, 2) ტექსტები, რომელთა კითხვითაც სხვადასხვა
საკითხებს ვსწავლობთ. როცა კითხვის უნარის დასაუფლებელ ტექსტს (1) ვარჩევთ, აუცილებლად
უნდა გავითვალისწინოთ მოსწავლის კითხვის დონე. ტექსტი მოსწავლისათვის არც ძალიან რთული
უნდა იყოს და არც ძალიან მარტივი. შერჩეულ
ტექსტებში ძნელად დეკოდირებადი სიტყვების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10%-ს, ხოლო
უცნობი სიტყვების რაოდენობა 5%-ს.
სხვადასხვა საკითხის სწავლებისას შერჩეული ტექსტების
დროს გამოვიყენე შემდეგი კრიტერიუმები: თემატიკა, ტექსტის მოცულობა, ჟანრი, ენობრივი
მახასიათებლები, დიზაინი და გაფორმება.
წაკითხვის მიზნის
დასახვა.__ შემდეგ ინტერვენციად დავისახე წასაკითხი ტექსტის
მიზნის განსაზღვრა, თუ რა მიზნით უნდა წაიკითხონ მოსწავლეებმა ტექსტი: ინფორმაციის
მოსაძიებლად, საკითხის შესაჯამებლად, შეკითხვებზე პასუხის გასაცემათ, კლასელებისათვის
მოსაყოლად, დღიურში ჩანაწერების გასაკეთებლად, ილუსტრაციის გასაფერადებლად და სხვა. გაცნობიერებული მიზანი დადებით გავლენას ახდენს
ადამიანის მოქმედებებზე და შესწავლილი ინფორმაციის დამახსოვრებასაც უწყობს ხელს.
შემდეგი ინტერვენცია მიზნად ისახავდა მშობელთა ჩართულობას. მშობელთა ჩართულობის პროგრამის ფარგლებში,
ჩაატარებს კითხვის საათს, სადაც არ იქნება საჭირო განსაკუთრებული კომპეტენციები. ეს
აქტივობა დაეხმარება მშობლებს კითხვის უნარების გასაუმჯობესებელი მეთოდებისა და
სტრატეგიების დაუფლებაში.
6.2. განხორციელებული ცვლილებები
შემუშავებული ინტერვენციების შედეგად
განხორციელდა ცვლილებები:
v
აქტიურ
მშობელთა ჩართულობა შვილის სასწავლო
პროცესში
v
მშობელთათვის
ტექსტების გაგება-გააზრების სტრატეგიების
გაცნობა
v
ეფექტური
შეფასების ინსტრუმენტების დანერგვა სასწავლო პროცესში.
v
ეფექტური
სტრატეგიების დანერგვა სასწავლო პროცესში ტექსტების გააზრებაზე მუშაობის დროს.
1.აქტიურ მშობელთა ჩართულობა შვილის სასწავლო
პროცესში
შევქმენით
მშობელთა კლუბი -მოუსმინეთ მშობლებს!
მშობელთა
კლუბი იკრიბებოდა დადგენილი პერიოდულობით.ხდებოდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა კლასში
არსებული პრობლემების შესახებ.შემუშავდა
საინტერესო პროექტები,დაიგეგმა ღონისძიებები.კლუბის წევრებმა შეძლეს რეგულარულად
დასწრებოდნენ შეხვედრებს,გაეზიარებინათ საკუთარი შეხედულებები მოსწავლეთათვის და
კლასის მასწავლებლებისათვის.მონაწილეობა მიეღოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
მშობლები
უკითხავდნენ მოსწავლეებს წინასწარ შერჩეულ ტექსტებს.
მონაწილე
მშობლების აქტივობის ეფექტურობის დასადგენად ჩავატარე ფოკუს ჯგუფი.დისკუსიის
შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე ფაქტორი:
1.მოსწავლეები
სიხარულით ელოდნენ მშობლებთან შეხვედრას
2.მოსწონდათ
მშობლების წაკითხულის მოსმენა და შემდეგ დისკუსიაში ჩართვა მათთან ერთად
3.მოსწავლეებსა
და მშობლებს შორის დაინერგა ეფექტური კომუნიკაცია
ფოკუს
ჯგუფის ბოლოს მშობლებმა აღნიშნეს,რომ მიზანი მიღწეულ იქნა,შეხვედრები იყო
კონსტრუქციული და ემსახურებოდა ინფორმაციის, იდეების ურთიერთგაზიარებას.
2.მშობელთათვის გაგება-გააზრების სტრატეგიების გაცნობა
მშობლებს გავაცნი ტექსტების გაგება-გააზრების
სტრატეგიები.მშობლებმა გამოთქვეს აზრი,რომ აღნიშნული სტრატეგიები დაეხმარება მათ
სწორად დაეხმარონ შვილებს ტექსტების დამუშავებაში, ზეპირი თუ წერილობითი დავალებების შესრულებაში.
3
.შეფასების ინსტრუმენტების დანერგვა სასწავლო პროცესში
მოსწავლეებისთვის
ხშირ შემთხვევაში გაუგებარია რა გამოსდის კარგად და რას სჭირდება გაუმჯობესება.ამ
მიზნით გამოვიყენე განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა ეფექტური
ინსტრუმენტი,რომლებიც აძლიერებენ მოსწავლეთა რეფლექსიას სწავლის პროცესის ძლიერი
და სუსტი მხარეების შესახებ და ამით ხელს უწყობს მოსწავლეთა გააქტიურებას და
თვითმონიტორინგს.მათი გამოყენებით შეგვიძლია სწორად გავიგოთ,თუ როგორ მოგვყვებიან
მოსწავლეები,რას ითვისებენ და რაში სჭირდებათ დახმარება.
4. გაგება -გააზრების უმთავრესი საყრდენი ლექსიკური
მარაგი .
ასევე
ვიმუშავე მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე . დავნერგე
მრავალფეროვანი მეთოდები ,სავარჯიშები , გრაფიკული სქემები.
6.3 ინტერვენციების შედეგების განხილვა.
ინტერვენციის დასრულების შემდეგ განვახორვიელე მათი შეფასება.ვფიქრობ კვლევის
პროცესში ჩემი ინტერვენცია იყო მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული. ჩემი შეფასების
მიზანს წარმოადგენდა გამეგო:
Ø
ამაღლდა თუ არა მოსწავლეთა მოტივაცია და ინტერესი აქტიურ
მშობელთა ჩართულობით სასწავლო პროცესში.
Ø
როგორ შეიცვალა მოსწავლეთა დამოკიდებულება ტექსტების გააზრების მიმართ.მასწავლებლის და მშობლების ერთობლივად
დაგეგმილი სტრატეგიების გამოყენების შედეგად.
Ø
როგორ იმოქმედა მასწავლებლის ეფექტურმა,კონსტრუქციულმა
უკუკავშირმა მოსწავლეთა შედეგებზე.
ამ კითხვებზე პასუხის
მისაღებად ჩავატარე მოსწავლეებზე ჩართული დაკვირვება.
ფოკუს ჯგუფი იმ პირებთან რომლებიც მონაწილეობდნენ ცვლილებების დაგეგმვასა და განხორციელებაში.პროცესში
შევძელი პასუხი გამეცა კვლევის დასაწყისში ჩემ წინაშე არსებულ კითხვებზე:
ერთობლივი სამუშაოების
ჩატარების შემდეგ,მოსწავლეთა ინტერესი გაღვივდა კითხვის მიმართ.მათ დაიწყეს ტექსტების
სისტემატიური კითხვა.გაიზარდა წაკითხული ტექსტების რიცხვი.მოსწავლეთა ნაწილი პარალელურად
ავსებდა დღიურებს.აფასებდნენ წაკითხულს.ქმნიდნენ პატარა ზომის საკითხავ წიგნებს,რაც
დაეხმარა მათ წერის უნარების განვითარებაშიც.
ვაწარმოებდი დღიურების
მონიტორინგს.საჭიროებისამებრ მივმართავდი სკაფოლდინგს.ვახალისებდი მოსწავლეებს საკუთარი
დამოკიდებულების ღიად გამოხატვაში.მიუხედავად ამისა, ყველა მოსწავლე სისტემატიურად
არ ასრულებდა აღნიშნულ დავალებას და შესაბამისად მათი მიღწევების დონე აღმოჩნდა საშუალოზე
დაბალი.
მშობელთა ფოკუს ჯგუფზე
გაირკვა,რომ მათ უკვე აქვთ გარკვეული ცოდნა მოსწავლეთა მისაღწევ შედეგებსა და ინოვაციურ
სტრატეგიებზე,რაც გარანტია იმისა,რომ უფრო მეტ დახმარებას აღმოუჩენენ შვილებს ტექსტების
გააზრების თუ წერითი დავალებების შესრულების დროს.თვალ-ყურს ადევნებენ მასწავლებლის
წერილობით კომენტარებს და აკვირდებიან შვილების ძლიერ და სუსტ მხარეებს, ცდილობენ აღმოფხვრან
წამოჭრილი პრობლემები.
მასწავლებლის უკუკავშირი
იყო ეფექტური,რომელიც დეტალურ ინფორმაციას აწვდიდა მოსწავლეს სწავლის გაუმჯობესების
შესახებ.მოსწავლეთა მიმღეობა იყო მაღალი,აიღეს პასუხისმგებლობა შედეგების გაუმჯობესებაზე.
დაგეგმილი ინტერვენციების
შედეგების შეფასებისას აღინიშნა, რომ:
Ø
ამაღლდა მოსწავლეთა მოტივაცია
Ø
გაუმჯობესდა კითხვის ხარისხი და ტექსტების გაგება-გააზრების დონე
Ø
დიაგნოსტიკურმა შედეგებმა აჩვენა,რომ გაუმჯობესდა მოსწავლეთა
შედეგები.
თავი VII
რეკომენდაციები
ინტერვენციის შეფასების შემდეგ
შევიმუშავე რამდენიმე რეკომენდაცია
:
1.მასწავლებლებმა გამოიყენონ ტექსტების გაგება-გააზრებაზე ორიენტირებული მრავალფეროვანი,ინოვაციური
მეთოდები და რესურსები სასწავლო პროცესში.
2.მასწავლებელმა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესის
სფერო. შეურჩიოს მოსწავლეებს კითხვის შესაფერისი
დონის ტექსტები.
3.დაიგეგმოს აქტივობები მშობელთა ჩართულობით.
დასკვნა
ჩემს მიერ
ჩატარებული პრაქტიკული კვლევის საფუძველზე,რომლის მიზანი იყო I
I კლასში ტექსტების გაგება-გააზრებასთან დაკავშირებით
წარმოქმნილი სირთულეების მიზეზების განსაზღვრა,ინტერვენციების განხორციელება და
შეფასება,გამოიკვეთა,რომ მოსწავლეთა დაბალი მოტივაცია,მშობელთა დაბალი ჩართულობა
სასწავლო პროცესში,მასწავლებლის არაეფექტური უკუკავშირი ტექსტების შეფასებისას იწვევს მოსწავლეთა დაბალ
მიღწევებს სხვადასხვა სასწავლო საგანში.მოსწავლეებს სჭირდებათ მასწავლებლის
უწყვეტი კონსტრუქციული უკუკავშირი, რომელიც დააფიქრებს მოსწავლეს საკუთარ სწავლის
პროცესზე: საით მივდივარ? ახლა სად ვარ?
როგორ უნდა მივაღწიო მიზანს?
კარგად
ცნობილი ფაქტია ის რომ,მშობელთა და მასწავლებელთა აქტიური თანამშრომლობით
მოსწავლეთა მიღწევების დონე მაღალია.ისინი
უფრო დადებითად არიან სკოლის მიმართ განწყობილი და საკუთარი თავისა და
შესაძლებლობების რწმენაც მეტი აქვთ.
გამოკითხული
რესპოდენტები თანხმდებიან,რომ გაგებას საკვანძო მნიშვნელობა აქვს აკადემიური
წარმატების მიღწევასა და პრაქტიკულად ყველა სახის საქმიანობაში.წაკითხულის
გაგება-გააზრების უნარის განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს
მკითხველის წინარე გამოცდილებას,ლექსიკურ მარაგს და ინფორმაციის დახარისხების
უნარს.
აღსანიშნავია
ის ფაქტი, რომ მოსწავლეებს სჭირდებათ უკეთესი სასწავლო გარემო.სასწავლო რესურსებს
რაც შეეხება პრეტენზია არ გვაქვს პედაგოგოგებს და მშობლებს, რადგან Gpried- ფარგლებში მივიღეთ არაჩვეულებრივი
რესურსი,რომლებმაც ხელი შეუწყო მოსწავლეებს სხვადასხვა უნარის,კერძოდ ტექსტების გაგება-გააზრების შემაფერხებელი მიზეზების
გარკვეულწილად დაძლევაში.
ვფიქრობ,ჩემ მიერ განხორციელებული კვლევა აღმოჩნდა შედეგიანი. ამას ხელი შეუწყო
არსებული პრობლემის სწორად იდენტიფიცირებამ. საკვლევი თემა აქტუალურია მთელი სკოლისთვის.
კვლევის განმავლობაში მიღებულ შედეგებზე და
მიგნებებზე დაყრდნობით, გავაკეთე სათანადო დასკვნები, რომელიც დამეხმარება
მომავალში ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებაში. დიდი სურვილი მაქვს ამ ნაშრომზე
მუშაობის შედეგად დაგროვილი ჩემი გამოცდილება გაიზიარონ ჩემმა კოლეგებმა.კვლევა დაეხმარება
მათ:
Ø
ტექსტების შესწავლისას
წარმოქმნილი სირთულეების გამომწვევი მიზეზების დადგენაში.
Ø
ტექსტების გაგება-გააზრების
უნარის გაუმჯობესებისათვის სწორი საქმიანობის დაგეგმვასა და განხორციელებაში.
კვლევის შედეგად მიღებული
გამოცდილების პრაქტიკაში დანერგვის მიზნით,
მზად ვარ კოლეგებთან აქტიურად ვითანამშრომლო, მათივე სურვილის შემთხვევაში, ერთობლივად
დავგეგმოთ და ჩავატაროთ გაკვეთილები. მუდმივად ვიზრუნოთ ჩვენი სკოლის მოსწავლეთა მოაზროვნე,
ინტელექტუალური პიროვნებების ჩამოყალიბებაზე.
რეფლექსია
ჩატარებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა წარმოვადგინე კოლეგების წინაშე,
გავაკეთე პრეზენტაცია, სადაც წარმოვჩინე კვლევის მთავარი პრობლემა, მიზანი, დაგეგმილი
აქტივობები, განხორციელებული ინტერვენციები და მიღებული შედეგები. კოლეგებისგან მივიღე
წერილობითი უკუკავშირი, საიდანაც ჩანს, რომ წარმოდგენილი პრობლემა აქტუალურია ნებისმიერ
ასაკობრივ საფეხურზე.
კოლეგებმა აღნიშნეს, რომ ჩემს კვლევაში წარმოდგენილი აქტივობები დაეხმარება
მათ ტექსტის გაგება-გააზრებაზე მუშაობის დროს მიზნის მიღწევაში. მათგან მივიღე მითითება,
რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება გავაგრძელო მომდევნო კლასშიც.
სსიპ ქ. ქუთაისის №15 საჯარო სკოლის, დაწყებითი
კლასების მასწავლებლის, თინათინ მიქაძის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე-
„როგორ განვავითაროთ
გააზრებული კითხვის უნარ-ჩვევები დაწყებითი კლასების მოსწავლეებში“.
სარჩევი
შესავალი................................................................................................................................. 4
თავი I.
საკვლევი საკითხის მიმოხილვა......................................................................................... 4
1.1
პრობლემის აქტუალობა................................................................................................. 4
1.2
პრობლემის გამომწვევი მიზეზები და ანალიზი....................................................... 6
1.3
კვლევის მიზანი............................................................................................................... 7
1.4
კვლევის ამოცანა.............................................................................................................. 7
თავი II
ლიტერატურის
მიმოხილვა................................................................................................. 7
No comments:
Post a Comment