Thursday, July 19, 2018
მეცხრე დღე
ტრენინგის მეცხრე დღეს მონაწილეებმა წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია. ტრენინგის 9 დღე იყო ძალიან საინტერესო, ბევრი სიახლის მომცემი. შევისწავლეთ პროექტებით სწავლების მნიშვნელობა, პროექტების გეგმის შედგენა, შევქმენით ჩვენი ბლოგი. ყველაფერი ეს ძალიან დამეხმარება პროფესიულ განვითარებაში და კარიერულ წინსვლაში. დიდი მადლობა მასწავლებელთა სახლს ასეთი ნაყოფიერი და წარმატებული ტრენინგისთვის. ასევე დიდი მადლობა ტრენერს- თეიმურაზ სახელაშვილს, რომელიც ყოველთვის ამომწურავად პასუხობდა დასმულ შეკითხვებს.
Friday, July 13, 2018
მეშვიდე დღე
ტრენინგის მეშვიდე დგე ტრენერმა დაიწყო შეფასების რუბრიკების გაცნობით. გავეცანით რუბრიკებს: განმავითარებელი შეფასება; პორტფოლიოს რუბრიკის შეფასება; პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი; პრეზენტაციის შეფასების ჩეკლისტი; გაზეთის შეფასების ჩეკლისტი; ბროშურის შეფასების ჩეკლისტი. შეფასებების გაცნობა საინტერესო იყო ჩემთვის. შემდეგ შევავსეთ პროექტის გეგმა. დავწერეთ რეფლექსია ბლოგზე. ტრენერი ამომწურავად პასუხობდა დასმულ შეკითხვებს.
Tuesday, July 10, 2018
დღე მეექვსე
ტრენინგის მეექვსე დღეს ტრენერმა გვასწავლა მოსწავლის ნამუშევრების შექმნა. შევავსეთ პრეზენტაციის შაბლონი, გაზეთის შაბლონი, ბუკლეტის შაბლონი.მოგვეცა საშინაო დავალება " პრეზენტაციის შევსება მოსწავლის როლში". შემდეგ ვიმუშავეთ ბლოგზე, ვისწავლეთ გვერდების დამატება, დიზაინის შექმნა, გაჯეტების დამატება. ტრენერი ამომწურავად პასუხობდა დასმულ შეკითხვებს.
Sunday, July 8, 2018
მეხუთე დღე
ტრენინგის მეხუთე დღეს გავეცანით პრეზენტაციას საავტორო უფლებები. შევედით ვიუვერში, ჩამოვტვირთეთ და წავიკითხეთ. საავტორო ულებების ფოლდერში გავხსენით ფაილი ბიბლიოგრაფია და ჩავსვით ფოტოების მისამართები. შემდეგ პროექტის პრეზენტაცია ავტვირთეთ დრაივზე, დავაკონვენტირეთ და პროექტის MBD კოდი ჩავაშენეთ ბლოგზე. ასევე შევისწავლეთ ვიდეოების ჩასმა ბლოგზე. ტრენერი ამომწურავად პასუხობდა დასმულ შეკითხვებს.
Friday, July 6, 2018
დღე მეოთხე.
ტრენინგის მეოთხე დღეს გავეცანით დოკუმენტს მოსწავლეთა დაწყვილების აქტივობების შესახებ. მოვნიშნეთ ჩვენთვის სასარგებლო და შევინახეთ. დავამზადეთ რესურსი, რომელიც გაგვაგებინებს მოსწავლეთა საჭიროებებს: " კავშირი, დაკვირვება, ინტერესი". მოვიძიეთ ინტერნეტში შესაბამისი სურათები და ჩავსვით. პროექტის გეგმაში შევავსეთ დროის ჩარჩო. ბოლოს შევავსეთ პროექტის პრეზენტაცია. ტრენერი ამომწურავად პასუხობდა დასმულ შეკითხვებს.
Tuesday, July 3, 2018
მესამე დღე
ტრენინგის მესამე დღეს გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონიოს შევსებას.შევავსეთ პუნქტები. მოვიძიეთ ესგ, ჩამოვტვირთეთ, დავაკოპირეთ სტანდარტი და ჩავსვით პროექტის გეგმაში. 21-ე საუკუნის მიზნებიდან დავაკოპირეთ ჩვენთვის სასურველი პროექტის მიზანი და ჩავსვით გეგმაში. გავიხსენეთ ბლუმის ტაქსონომია. ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, ვიმსჯელეთ მასზე. დავწერეთ რეფლექსია.
ტრენერი ამომწურავად პასუხობდა დასმულ შეკითხვებს.
ტრენერი ამომწურავად პასუხობდა დასმულ შეკითხვებს.
Sunday, July 1, 2018
მეორე დღე
ტრენინგი- "პროექტებით სწავლება და ისტ-ის ინტეგრირება" დავიწყეთ 29 ივნისს. პირველ დღეს გავეცანით ტრენინგის გეგმას. ჩატარდა საინტერესო აქტივობა ერთმანეთის გაცნობის მიზნით. გავეცანით პროგრამა ვიუვერში მუშაობას. ვისწავლეთ მასში რესურსების მოძიება. მოვიძიეთ მასში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, მოვნიოშნეთ მასში 5 საუკეთესო უნარი და მოვახდინეთ მისი განხილვა. გავეცანით პროექტის საქაღალდეების სტრუქტურას. მოგვეცა დავალება, მოგვეფიქრებინა ჩვენი პროექტის სახელწოდება.
ტრენინგის მეორე დღეს ელ. ფოსტიდან ჩამოვტვირთეთ ტრენერის მიერ გადმოგზავნილი მასალა. ვისწავლეთ პუბლიკაციის შექმნა. მოვიძიეთ ინტერნეტში ჩვენთვის სასურველი ფოტოები. პუბლიკაცია გადავითანეთ ელექტრონულ ფორმატში. დავრეგისტრირდით ბლოგზე და დავწერეთ რეფლექსია.ტრენინგი იყო საინტერესო და ატივობებით დატვირთული. ჩემთვის ბევრი სიახლის მომტანი.
ტრენერი__ თეიმურაზ სახელაშვილი არის ძალიან აქტიური, ამომწურავად პასუხობს დასმულ შეკითხვებს. გაუმჯობესებას საჭიროებს გარემო პირობები, რომელშიც გვიწევს მუშაობა.
ტრენინგის მეორე დღეს ელ. ფოსტიდან ჩამოვტვირთეთ ტრენერის მიერ გადმოგზავნილი მასალა. ვისწავლეთ პუბლიკაციის შექმნა. მოვიძიეთ ინტერნეტში ჩვენთვის სასურველი ფოტოები. პუბლიკაცია გადავითანეთ ელექტრონულ ფორმატში. დავრეგისტრირდით ბლოგზე და დავწერეთ რეფლექსია.ტრენინგი იყო საინტერესო და ატივობებით დატვირთული. ჩემთვის ბევრი სიახლის მომტანი.
ტრენერი__ თეიმურაზ სახელაშვილი არის ძალიან აქტიური, ამომწურავად პასუხობს დასმულ შეკითხვებს. გაუმჯობესებას საჭიროებს გარემო პირობები, რომელშიც გვიწევს მუშაობა.
Subscribe to:
Posts (Atom)