თინათინ მიქაძე
Monday, June 17, 2019
Thursday, July 19, 2018
მეცხრე დღე
ტრენინგის მეცხრე დღეს მონაწილეებმა წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია. ტრენინგის 9 დღე იყო ძალიან საინტერესო, ბევრი სიახლის მომცემი. შევისწავლეთ პროექტებით სწავლების მნიშვნელობა, პროექტების გეგმის შედგენა, შევქმენით ჩვენი ბლოგი. ყველაფერი ეს ძალიან დამეხმარება პროფესიულ განვითარებაში და კარიერულ წინსვლაში. დიდი მადლობა მასწავლებელთა სახლს ასეთი ნაყოფიერი და წარმატებული ტრენინგისთვის. ასევე დიდი მადლობა ტრენერს- თეიმურაზ სახელაშვილს, რომელიც ყოველთვის ამომწურავად პასუხობდა დასმულ შეკითხვებს.
Friday, July 13, 2018
მეშვიდე დღე
ტრენინგის მეშვიდე დგე ტრენერმა დაიწყო შეფასების რუბრიკების გაცნობით. გავეცანით რუბრიკებს: განმავითარებელი შეფასება; პორტფოლიოს რუბრიკის შეფასება; პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი; პრეზენტაციის შეფასების ჩეკლისტი; გაზეთის შეფასების ჩეკლისტი; ბროშურის შეფასების ჩეკლისტი. შეფასებების გაცნობა საინტერესო იყო ჩემთვის. შემდეგ შევავსეთ პროექტის გეგმა. დავწერეთ რეფლექსია ბლოგზე. ტრენერი ამომწურავად პასუხობდა დასმულ შეკითხვებს.
Tuesday, July 10, 2018
დღე მეექვსე
ტრენინგის მეექვსე დღეს ტრენერმა გვასწავლა მოსწავლის ნამუშევრების შექმნა. შევავსეთ პრეზენტაციის შაბლონი, გაზეთის შაბლონი, ბუკლეტის შაბლონი.მოგვეცა საშინაო დავალება " პრეზენტაციის შევსება მოსწავლის როლში". შემდეგ ვიმუშავეთ ბლოგზე, ვისწავლეთ გვერდების დამატება, დიზაინის შექმნა, გაჯეტების დამატება. ტრენერი ამომწურავად პასუხობდა დასმულ შეკითხვებს.
Sunday, July 8, 2018
მეხუთე დღე
ტრენინგის მეხუთე დღეს გავეცანით პრეზენტაციას საავტორო უფლებები. შევედით ვიუვერში, ჩამოვტვირთეთ და წავიკითხეთ. საავტორო ულებების ფოლდერში გავხსენით ფაილი ბიბლიოგრაფია და ჩავსვით ფოტოების მისამართები. შემდეგ პროექტის პრეზენტაცია ავტვირთეთ დრაივზე, დავაკონვენტირეთ და პროექტის MBD კოდი ჩავაშენეთ ბლოგზე. ასევე შევისწავლეთ ვიდეოების ჩასმა ბლოგზე. ტრენერი ამომწურავად პასუხობდა დასმულ შეკითხვებს.
Subscribe to:
Posts (Atom)